Advertisement
  1. Design & Illustration
  2. Adobe InDesign
Design

5 შთამბეჭდავი ტიპოგრაფიული ეფექტის შექმნა ინდიზაინში

by
Difficulty:BeginnerLength:LongLanguages:

Georgian (ქართული) translation by Giorgi Kevlishvili (you can also view the original English article)

Final product image
What You'll Be Creating

ინდიზაინი არის საუკეთესო ინსტრუმენტი ტიპოგრაფიისთვის.  დიზაინერები ხშირად მიმართავენ ილუსტრატორს ან ფოტოშოპს, თუ უნდათ შექმნან უნიკალური და თანამედროვე ტექსტური ეფექტები,  არადა ამის გაკეთება ინდიზაინიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ. 

ეს გაკვეთილი დაგანახებთ, როგორ უნდა შექმნათ ხუთი შთამბეჭდავი ტიპოგრაფიული ეფექტი ინდიზაინის ინსტრუმენტებისა და ხრიკების გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ გაკვეთილებს ინდივიდუალურად, შემდეგ დახვეწოთ გარკვეული ნაბიჯები და შექმნათ საკუთარი უნიკალური სტილი.

გვერდის პარამეტრები

ყველა ქვემოთ მოცემული ეფექტისთვის ჩვენ გამოვიყენებთ A4 ფორმატის მაკეტს. მაგრამ ნუ შეიზღუდებით,  შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს ნაბიჯი და გამოიყენოთ ტექსტური ეფექტი დოკუმენტში, რომელიც უკვე შექმნილი გაქვთ.

ახალი A4 მაკეტის შესაქმნელად, გახსენით ინდიზაინი და აირჩიეთ File > New Document.  ახალი დოკუმენტის ფანჯარაში დანიშნულებაში [Intent] აირჩიეთ Printდა გვერდების რაოდენობა 5. განშლა [Facing Page] გათიშეთ.  გვერდების ზომის ჩამონათვალში აირჩიეთ A4 და ორიენტაცია  - ჰორიზონტალურიმინდვრებში დატოვეთ ნაგულისხმევი მაჩვენებლები და ბლიდები მიუთითეთ 0 მმ ყველა მხრიდან.

New Document window

დააწექით OK და თქვენი დოკუმენტი მზადაა სამუშაოდ.

new document

1. ეფექტი „ტექსტი ტექსტის შიგნით“  

Final typography effect

ნაბიჯი 1

ამ ეფექტისთვის თქვენ დაგჭირდებათ 2 შრიფტის გამოყენება.

პირველი გამოყენებული იქნება ტექსტისთვის ფორმის შესაქმნელად და ამისათვის გამოდგება მსხვილი მოხაზულობის შრიფტი.  Molot-ი კარგი არჩევანი იქნება, რადგან ის, ამავდროულად, მთავრულია.

მეორე შრიფტი დაგვჭირდება პირველი შრიფტის ასოების შესავსებად.  ამისთვის არ იქნება აუცილებელი განსაკუთრებული სტილის ან ზომის გამოყენება, მაგრამ ისეთი მოხაზულობის შრიფტი უნდა აირჩიოთ, რომელიც თქვენს დიზაინს მოუხდება.  ამ მაგალითისთვის მე შევარჩიე შრიფტი Alpha Echo ან შეგვიძლია გამოვიყენოთ შრიფტი Destroy.

ნაბიჯი 2

აირჩიეთ ინსტრუმენტი „ტექსტი“ (T) და მოხაზეთ 252 მმ (სიგანე) და 62 მმ (სიმაღლე) ზომის ტექსტური ბლოკი.  განათავსეთ ის პირველი გვერდის ცენტრში.

რა სიტყვაც არ უნდა გამოიყენოთ ტექსტით შესავსებად, თითოეული ასოსთვის ინდივიდუალური ტექსტური ბლოკი უნდა შეიქმნას (იხ. ქვემოთ).

აკრიფეთ „I“ და სიმბოლოების ფორმატირების პანელზე აირჩიეთ შრიფტი Molot Regular, ზომა 250 pt, სწორება მარცხნივ (თუ თქვენ არიჩევთ ცენტრზე სწორებას, წირებში გადაყვანისას მას ახასიათებს წანაცვლება).  შრიფტის ფერი ნაგულისხმევი შავი [Black] დააყენეთ.

მონიშნეთ ტექსტური ბლოკი - Edit > Copy და Edit > Paste.  შეცვალეთ ასო „N“-ით და გასწიეთ ის პირველი ასოსგან მარჯვნივ.

text frame for each character

ჩამოიტანეთ მიმმართველი ზედა სახაზავიდან (View>ShowRulers), რომ შექმნათ ასოებისთვის საბაზისო ხაზი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიტანოთ ვერტიკალური მიმმართველები მარცხენა სახაზავიდან, რომლებიც დაგეხმარებათ ასოებს შორის თანაბარი მანძილების დაყენებისათვის.

გაიმეორეთ ზემოთ მოცემული მოქმედება სხვა ასოებისთვისაც. ამ შემთხვევაში „S“, „I“, „D“, და „E“, რომ შედგეს სიტყვა „INSIDE“.

Type full word

ნაბიჯი 3

აირჩიეთ პირველი ასოს ბლოკი და მიუთითეთ Type > Create Outlines [წირებში გადაყვანა].  გაიმეორეთ თითოეული ტექსტური ბლოკისთვის.  თითოეული ასო გადაიქცევა ვექტორულ ობიექტად.

Create outlines

ნაბიჯი 4

მონიშნეთ ყველა ვექტორად ქცეული ასო. 

გახსენით ფერთა ნიმუშების პანელი (Window > Color > Swatches) და ფონისთვის აირჩიეთ [None].  დააწკაპუნეთ ასოებს მიღმა, რომ მონიშვნა გაუქმდეს.

Swatches panel

ნაბიჯი 5

აირჩიეთ ინსტრუმენტი „ტექსტი“ (T), დაადეთ ზემოდან პირველ ასოს (ამ შემთხვევაში „I“-ს).  დაინახავთ, რომ ინსტრუმენტის ნიშნული კვადრატული ფრჩხილებით შეიცვლება ჩვეულებრივი ფრჩხილიანი ნიშნულით.

დააჭირეთ ერთხელ და ვექტორული ფორმა გარდაიქმნება ტექსტურ ბლოკად.  აირჩიეთ მონიშვნის ინსტრუმენტი (V, Escape კლავიში) და მონიშნეთ პირველი ასო (აქ „I“).  მარჯვენა ქვედა კუთხეში გაჩნდება თეთრი კვადრატი.  დააწექით კვადრატს ერთხელ და შემდეგ დააწექით მომდევნო ასოს (აქ „N“), რომ დააკავშიროთ ეს ორი სიმბოლო ტექსტური ბმულით.

გადადით View > Extras > Show Text Threads, რომ ნახოთ, თუ როგორაა ასოები ერთმანეთთან დაკავშირებული.  გაიმეორეთ ზემოთ აღწერილი პროცესი მანამ, სანამ ყველა ასო არ იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული.

Threading text

ნაბიჯი 6

აირჩიეთ ინსტრუმენტი „ტექსტი“ (T).  სიმბოლოს ფორმატირების პანელზე აირჩიეთ შრიფტი Alpha Echo Regular, ზომა 8pt, სტრიქონებს შორის დაცილება 8pt, სწორება „ორივე კიდეზე ბოლო სტრიქონის მარცხნივ სწორებით“.

დააწექით ერთხელ პირველ ასოს და გამოიძახეთ Type > Fill with Placeholder Text [შევსება შაბლონური ტექსტით].  ასევე შეგიძლიათ ჩაწეროთ სხვა ტექსტი, რომ შექმნილ მხატვრულ ეფექტს შესძინოთ დამატებითი მნიშვნელობა.

Fill with placeholder text

დააწექით „W“ კლავიშს და გადადით წინასწარი ხედვის რეჟიმში, რომ შეხედოთ ეფექტს, დაარეგულიროთ ტექსტის ზომები, გადატანები, ინტერვალი და სხვა მახასიათებლები, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.

Preview View

ნაბიჯი 7

შეგიძლიათ მეტი კონტრასტულობა შესძინოთ თქვენს ტიპოგრაფიკას, ღია ტექსტისა და მუქი ფონის გამოყენებით.

აირჩიეთ ინსტრუმენტი „მართკუთხედი“ (M) და მოხაზეთ მთელ გვერდზე.  კონტურისთვის აირჩიეთ [None] და ფონისთვის C=100, M=90, Y=22, K=72 (ან სხვა მუქი ფერი, რომელიც კონტრასტული იქნება).  მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით (PC) ან Ctrl-დაჭერით (Mac), აირჩიეთ Arrange > Send to Back. 

ტექსტურ რეჟიმში მონიშნეთ მთელი ტექსტი და მისი ფერი დააყენეთ [Paper].

სულ ეს არის. ამგვარი ტიპოგრაფიის ეფექტი  უხდება დიდი ზომის აფიშას ან ბანერს.

typography final result

2. ეფექტი „ტექსტის დაყოფა ფერად ბლოკებად“ 

ეს არის მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან შთამბეჭდავი ტექსტური ეფექტი, რომელიც საინტერესო ვიზუალს იწვევს და გამოყოფს ფერებს ერთიან ტექსტურ ბლოკზე.

Final typography - block color

ნაბიჯი 1

აირჩიეთ ინსტრუმენტი „ტექსტი“ (T) და დოკუმენტის მეორე გვერდზე მოხაზეთ ტექსტური ბლოკი დაახლოებით 194 მმ სიგანის და 57 მმ სიმაღლის.

დაბეჭდეთ დაახლოებით ოთხ წინადადებიანი სიგრძის ფრაზა და დააყენეთ ტექსტისთვის „ყველა მთავრული“ [All Caps] (ის მდებარეობს სიმბოლოს ფორმატირების პანელზე, Font Size-ის გვერდით).  სწორება დააყენეთ „ყველა ხაზის გათანაბრება“ და აბზაცის ფორმატირების პანელზე ამორთეთ გადატანები [Hyphenate].

ტექსტური ბლოკი გვერდის ცენტრში განათავსეთ. 

Minion pro text frame

ნაბიჯი 2

აირჩიეთ სახასიათო შრიფტი - თქვენ მიერ არჩეული ფერების მიხედვით ამ ეფექტს შესაძლოა სხვადასხვა შედეგი ქონდეს.  მე ავირჩიე გასართობი და ლაღი თემა და ავირჩევ შრიფტს CabinSketch.

ნაბიჯი 3

გამოიყენეთ CabinSketch Bold თქვენს ტექსტურ ბლოკზე.  გამოყავით ტექსტის სხვადასხვა ნაწილები და სცადეთ შეცვალოთ ზომა და სტრიქონებს შორის მანძილი, ხოლო ტექსტის შუა ნაწილი უფრო დიდად გამოყავით.  ამ მაგალითში შრიფტის ზომა მერყეობს 17pt-დან 50pt-მდე.

CabinSketch text frame

ნაბიჯი 4

გამოიტანეთ ვერტიკალური მიმმართველი მარცხენა სახაზავიდან და დააყენეთ დაახლოებით 64 მმ.  მეორე ვერტიკალური მიმმართველი დაახლოებით 188 მმ, მესამე მიმმართველი დაახლოებით 230 მმ.  ესენი აღნიშნავენ არეებს, სადაც თქვენ განათავსებთ სხვადასხვა ფერს.

Guides to mark color

ნაბიჯი 5

შექმენით ოთხი ახალი CMYK ფერის ნიმუშები (Window > Swatches, შემდგომ დააწექით ახალი ნიმუშის ნიშნულს).  ამ მაგალითისთვის მე შევარჩიე ოთხი ფერი.

orange swatch
pink swatch
blue swatch
green swatch

ნაბიჯი 6

გამოყავით ტექსტის ნაწილები დამხმარე ხაზებს შორის ინდივიდუალურად და ვერტიკალურ ბლოკებში ჩაასხით ფერი.  არ ინერვიულოთ, თუ ზოგი სიმბოლო გადასცდება დამხმარე ხაზებს; ფერის ცოტა არასრულყოფილი განაწილება მას მისცემს მხიარულ ვიზუალურ ეფექტს.

applying color in blocks

დასრულდა!!! ეს არის შესანიშნავი ეფექტი, რომ მხიარული გახადოთ არაფორმალური მისალოცი ბარათები და მოსაწვევები.  ასევე გამოდგება ე. წ. მაღალი ბეჭდვის ტექნიკის გამოყენებისას.

finished typography with block color

3. შექმენით სამარკო სტილის ეფექტი „ტექსტი წირზე“ ინსტრუმენტის გამოყენებით

ნაბიჯი 1

გადადით ინდიზაინის დოკუმენტის მესამე გვერდზე.  აირჩიეთ ინსტრუმენტი „ტექსტი“ (T), შექმენით ახალი ტექსტური ბლოკი და გადაიტანეთ გვერდის ნაპირთან ახლოს, სამუშაო არეზე.  Normal ხედის დროს (დააჭირეთ „W“-ს) ის უნდა ჩანდეს.

აიღეთ ნებისმიერი ტექსტის მცირე ნაწილი, რომელზეც გინდათ ეფექტის გამოყენება.  აკრიფეთ ან დააკოპირეთ და ჩასვით ის ტექსტურ ბლოკში.  აიღეთ ნაგულისხმევი შრიფტი - Minion Pro - დააყენეთ ზომა 40pt და სწორება ცენტრის მიმართ.

ნაბიჯი 2

აირჩიეთ ინსტრუმენტი „ხაზი“ (\) და ამავე გვერდზე, Shift-ის დახმარებით, გაავლეთ 113 მმ სიგრძის ჰორიზონტალური ხაზი.  განათავსეთ ის გვერდის ცენტრში და Y-ზე 50 მმ პოზიციაზე.

ნაბიჯი 3

აირჩიეთ ინსტრუმენტი „ტექსტი წირზე“ (Shift + T; მდებარეობს ინსტრუმენტთა პანელზე ინსტრუმენტ „ტექსტის“ ქვეშ).  მიიტანეთ კურსორი ხაზის მარცხენა კიდესთან, სანამ ნიშნული არ შეიცვლება „+“-ით.  დააწექით ერთხელ, რომ ხაზი შეიცვალოს და იქცეს წირად ტექსტისთვის.

ინსტრუმენტ „ტექსტის“ (T) დახმარებით მონიშნეთ და დააკოპირეთ ტექსტის პირველი სტრიქონი, აირჩიეთ ისევ ინსტრუმენტი „წირი ტექსტზე“ (Shift + T) და ჩასვით ტექსტი იმ წირზე, რომელიც ახლახან შექმენით.

ნაბიჯი 4

აირჩიეთ მონიშვნის ინსტრუმენტი (V, Escape კლავიში) და ხაზისთვის კონტურის ფერი აირჩიეთ [None].

გაიმეორეთ ეს ნაბიჯი აბზაცის მომდევნო რამდენიმე სტრიქონისთვისაც და თითოეული განალაგეთ თავის წირზე.  თქვენ შეგიძლიათ ასევე ორიგინალი ტექსტი განათავსოთ წირების უკან, რომ დაიხმაროთ ის ტექსტის განლაგებაში და სტრიქონებს შორის მანძილის დაცვაში.

ნაბიჯი 5

ეხლა კი შეგიძლიათ დაიწყოთ სხვადასხვა ეფექტების შექმნა.  თქვენ აღარ ხართ შეზღუდული ტექსტის ბლოკში ტექსტის განლაგების წესებით, მაგრამ შეგიძლიათ გადაადგილოთ წირები სხვადასხვა და უჩვეულო პოზიციაზე, რომ შექმნათ მოძრაობის შეგრძნება.

შეგიძლიათ სცადოთ ინსტრუმენტი „ელიფსი“ (L), რომ შექმნათ განიერი ოვალი სტრიქონისა და ფონის გარეშე, რომელიც შეგიძლიათ გაჭრათ ორ ნაწილად ინსტრუმენტ „მაკრატლის“ (C) გამოყენებით.  ქვედა ნახევარი განათავსეთ აბზაცის ქვემოთ და გამოიყენეთ ინსტრუმენტი „ტექსტი წირზე“ (Shift + T), როგორც მანამდე, რომ დაამატოთ ტექსტის ბოლო სტრიქონი.

ოვალის ზედა ნახევარი აიტანეთ აბზაცის ზედა ნაწილში და ჩაანაცვლეთ ტექსტის პირველი სტრიქონი მრუდე წირით.  მიმართეთ Object > Paths > Reverse Path რათა შეაბრუნეთ ტექსტი ისე, რომ გასდევდეს მრუდეს ზემოდან.

ნაბიჯი 6

შექმენით ახალი წირები და განალაგეთ მათზე ცალკეული სიტყვები და ფრაზები, შეარჩიეთ შრიფტის ზომა, რომ შექმნათ ახლებური წყობა, როგორც ქვემოთ მოცემულ მაგალითზეა ნაჩვენები.

სასურველი ეფექტის მისაღწევად ცვალეთ ფრაზების და სიტყვების შრიფტი, ზომა და სტილი (Regular, Bold or Italic), ასევე შექმენით ახალი წირები, თუ საჭირო გახდება.  იმისათვის, რომ მიმეცა ტექსტისთვის ძველმოდური და მაღალი ბეჭდვის სტილი, გამოვიყენე შრიფტები Garamond და Fournier MT.

ტექსტის სოლიდური სახის მისაღებად, შეამჭიდროვეთ წირები, შესაძლებელია ზოგიერთი ასო ერთმანეთს გადაეფაროს.

ნაბიჯი 7

წარმოიდგინეთ ფერი, გამოიძახეთ ნიმუშების პანელი (Window > Colour > Swatches) და შექმენით ახალი CMYK ფერის ნიმუში (დააწექით ახალი ნიმუშის ნიშნულს).  აირჩიეთ ძირითადი ფერი (მე ავირჩიე მუქი წითელი C=0, M=92, Y=90, K=47) და გამოიყენეთ ტექსტისთვის. რამდენიმე სიტყვის ან ფრაზის გამოსაკვეთად გამოიყენეთ ღია ყავისფერი, ყვითელი, ლურჯი, ვარდისფერი ან შავი. 

ნაბიჯი 8

ტექსტის ფერების გამოსაკვეთად განათავსეთ თქვენი ტიპოგრაფიკა კონტრასტულ უკანა ფონზე.

გამოიყენეთ ინსტრუმენტი „მართკუთხედი“ (M), რომ შექმნათ ჩარჩო მთელ გვერდზე.  ფონის ფერი დააყენეთ C=2, M=48, Y=86, K=10 10%-იანი შეფერილობით. მონიშნეთ ჩარჩო და მარჯვენა კლავიშზე დაჭერით (PC) ან Ctrl-ზე დაჭერით (Mac) გამოიძახეთ Arrange > Send to Back.

შემდეგ აირჩიეთ Object > Effects > Gradient Feather და დააყენეთ ტიპი Radial-ზე.  Reverse the Gradient-ით ღია ფერები დაიწყება გვერდის ცენტრიდან.

თქვენი ნამუშევარი მშვენივრად გამოიყურება, რაც მთავარია ძალიან ორიგინალურია! ამ ტიპის ეფექტი გამოგადგებათ სარეკლამო მასალებისთვის, მაგ. პლაკატებისთვის ან ბროშურებისათვის, რომლებიც თვალში საცემი უნდა იყოს. ასევე კარგი იქნება წიგნის ბეჭდურ ვერსიაში ჩასართავად. ასევე კარგი იქნება წიგნის ბეჭდურ ვერსიაში ჩასართავად.


4. ტექსტის წამოწევა დრამატული საზედაო ასოს გამოყენებით

Final Drop Cap effect

საზედაო ასო ძალიან მარტივი, მაგრამ წარმოუდგენლად ეფექტური ტექნიკაა, რომ გამოყოთ შესავალი აბზაცი.  შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნის თავში ან ჟურნალის სტატიაში. ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ A4 ფორმატის მაკეტთან.

ნაბიჯი 1

გადადით დოკუმენტის მეოთხე გვერდზე.  გამოიყენეთ ინსტრუმენტი „ტექსტი“ (T), რომ შექმნათ 115 მმ სიმაღლისა და 140 მმ სიგანის ტექსტური ბლოკი.  განათავსეთ ის გვერდის ცენტრში და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ მიმმართველები, რომლებსაც სახაზავებიდან გამოიტანთ.

Set up the text frame

ნაბიჯი 2

დრამატული საზედაო ასოს შესაქმნელად, კონტრასტულობა რომ გამოჩნდეს, ერთმანეთს უნდა შევუსაბამოთ შთამბეჭდავი, სტილიზებული შრიფტი (საზედაო ასოსთვის) და კლასიკური შრიფტი, რომელიც წიგნის ტექსტისთვის გამოიყენება. 

ძირითადი ტექსტისთვის Fournier MT.  Garamond ან Baskerville-ც კარგი არჩევანია.

საზედაო ასოსთვის ავირჩიე კალიგრაფიული ტიპის შრიფტი Chantelli Antiqua, რომ მივცე ისტორიული იერსახე.  ბოლოს და ბოლოს, საზედაო ასო შუასაუკუნეების ხელნაწერებში გამოიყენებოდა.

ნაბიჯი 3

დაუბრუნდით ტექსტურ ბლოკს და ერთხელ დააწექით ინსტრუმენტ „ტექსტის“ (T) გამოყენებით.  დააყენეთ შრიფტი Fournier MT, ზომა 12pt, მანძილი სტრიქონებს შორის 15pt, სწორება ორივე კიდეზე ბოლო სტრიქონის სწორებით მარცხენა მხარეს და ჩაურთეთ ტექსტს გადატანები.  ჩასვით თქვენ მიერ შერჩეული ტექსტი, ან როგორც მაგალითშია: Type > Fill with Placeholder Text.

Insert placeholder text

ნაბიჯი 4

მონიშნეთ აბზაცის პირველი ასო.  გადადით სიმბოლოს ფორმატირების პანელზე და საზედაო ასოს ხაზების რაოდენობაში ჩაწერეთ 10.

Set the Drop Cap

ნაბიჯი 5

პირველი ასოსთვის დააყენეთ შრიფტი Chantelli Antiqua.

Change Font of Drop Cap

შექმენით ახალი ფერის ნიმუში ნიმუშების პანელზე (Window > Color > Swatches), რომ შესძინოთ კონტრასტულობა და შთამბეჭდაობა.  მე საზედაო ასოსთვის დავაყენე ფერი C=80 M=40 Y=50 K= 10.

Change Swatch of Drop Cap

ნაბიჯი 6

დამატებითი პროფესიონალური იერი რომ შესძინოთ აბზაცს, მონიშნეთ პირველი 4 ან 5 სიტყვა (საზედაო ასოს გარდა) და სიმბოლოს ფორმატირების ზოლზე დააწექით ნიშნულს All Caps [ყველა მთავრული].

მონიშვნის ინსტრუმენტით (V, Escape კლავიში) მონიშნეთ ტექსტური ბლოკი და გამოიძახეთ Windows > Types & Tables > Story.  ჩართეთ ოპტიკური სწორება.  ტექსტი ოდნავ წაინაცვლებს და უფრო სასიამოვნო გახდება თვალით აღსაქმელად.

Optical Margin Alignment

ნაბიჯი 7

კარგი ტიპოგრაფია დეტალებშია.  თქვენ შეამჩნევდით, რომ ტექსტი, რომელიც საზედაო ასოს დაბლიდანაა, ცოტა ებჯინება მას ქვემოდან.

მონიშნეთ საზედაო ასო და დაბრუნდით სიმბოლოს ფორმატირების პანელზე.  მონახეთ საბაზისო ხაზის წანაცვლება და მიუთითეთ 9pt.  საზედაო ასო აიწევს ზემოთ და წარმოიქმნება მეტი სივრცე მასა და ტექსტს შორის.

Baseline Shift

თქვენ ეს შესძელით!  ეს უმარტივესი ტექნიკა შესძენს მეტ მიმზიდველობას თქვენს პროექტებს, როგორებიცაა წიგნები, ჟურნალები, ბროშურები.

Final Drop Cap typography effect


5. დაუმატეთ თქვენს ტექსტს სიურრეალისტური ბრუნვა

ძალიან მაგარი, თანამედროვე ეფექტი, რომელსაც უფრო დეკორატიული დანიშნულება აქვს, ვიდრე ფუნქციური, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მარტივი გასაკეთებელია.

final surreal twist typography

ნაბიჯი 1

გადავიდეთ ჩვენი დოკუმენტის მეხუთე გვერდზე.  აირჩიეთ ინსტრუმენტი „ხაზი“ (\) და გაავლეთ გვერდის ზედა-მარცხნიდან ქვედა-მარჯვნისაკენ.  ნუ გაავლებთ ხაზს კუთხიდან კუთხემდე, დახრა უნდა იყოს მკვეთრი.

line tool

Edit > Copy და Edit > Paste ეს ხაზი და შემდეგ მარჯვენა ღილაკი (PC) ან Ctrl-დაწკაპუნება (Mac) > Transform > Rotate degrees CW.  ეს ხაზი გადაკვეთს პირველ ხაზს შუაში და გაიშლება ქვედა-მარცხნიდან ზედა-მარჯვენამდე.  გაშალეთ ხაზის ბოლოები ისე, რომ გვერდის კიდეებს მიებჯინოს.

guides using line tool

ნაბიჯი 2

ფენების პანელზე (Window > Layers) ორჯერ დააწკაპუნეთ „Layer 1”-ზე, რომ შეუცვალოთ სახელი და დაარქვით Guidesჩაკეტეთ ეს ფენა. 

guides layer

დააწექით ახალი ფენის შექმნის ნიშნულს და მეორე ფენას დაარქვით „Typography“.

Typography layer

ნაბიჯი 3

ფენაზე „Typography“, „ტექსტის“ ინსტრუმენტის (T) გამოყენებით შექმენით ახალი ტექსტური ბლოკი დაახლოებით 215 მმ სიგანისა და 20 მმ სიმაღლის.  აკრიფეთ ერთსტრიქონიანი ტექსტი, ამ შემთხვევაში „Surreal Typography“ და აირჩიეთ შრიფტი Gill Sans Regular (მე მთლიანად Gill Sans გამოვიყენებ), ზომა 75pt და ინტერვალი 20.

აირჩიეთ ინსტრუმენტი „თავისუფალი ტრანსფორმაცია“ (E) და მიიტანეთ ტექსტური ბლოკის კუთხესთან, რომ გაჩნდეს შემოტრიალების ნიშნული.  შემოატრიალეთ ბლოკი და გაასწორეთ იმ ერთ-ერთი ხაზის საპირისპიროდ, რომელიც ჩვენ პირველ ნაბიჯზე შევქმენით.

First text frame rotated

ნაბიჯი 4

გამოიყენეთ ხაზები როგორც მიმმართველები, გაიმეორეთ ტექსტური ბლოკების შექმნა და  გაასწორეთ მათი პოზიციები გვერდზე.  ცვალეთ სისქე (SemiBold, Regular, Light) და შრიფტის ზომა, რომ შექმნათ კონტრასტი და განსხვავებები.

თქვენ შეგიძლიათ შემოაბრუნოთ ზოგი ტექსტური ბლოკი, რომ მიიღოთ სარკული ეფექტი მარჯვენა ღილაკზე დაჭერით (PC) ან Ctrl-ზე დაჭერით (Mac) > Transform > Flip Horizontal.

Flipped text frame

გააგრძელეთ ახალი ტექსტური ბლოკების შექმნა, ჩასვით განსხვავებული ტექსტები.  გათიშეთ ფენა „Guides“, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ შეხედოთ საბოლოო ეფექტს.

Text frames rotated and positioned
Normal View
Preview View

ნაბიჯი 5

მას შემდეგ, რაც დაალაგებთ ტექსტურ ბლოკებს, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ფერები.  მონიშნეთ ცალკეული ფრაზები ან სიტყვები და დააყენეთ ახალი CMYK ფერების ნიმუშები მათთვის ნიმუშების პანელიდან (Window > Color > Swatches).  ფერებთან იყავით ყურადღებით, რომ შეინარჩუნოთ პროფესიონალური იერსახე.  მე აქ მხოლოდ სამი დამატებითი ფერი გამოვიყენე.

Final typography effect - surreal effect

შესანიშნავია! კარგი ნამუშევარია. ეს ტიპოგრაფიული ეფექტი მხოლოდ საჩვენებლადაა, მაგრამ რატომ არ შეიძლება ის გამოიყენოთ დეკორატიულ პლაკატზე ან ბარათზე, რომ გამოამჟღავნოთ თქვენი პროფესიონალური უნარები?

შეჯამება

ამ გაკვეთილში ეს ტიპოგრაფიული ეფექტები იმიტომ იყო ნაჩვენები, რომ გვენახებინა თქვენთვის რამდენად უნივერსალური, შემოქმედებითი და სახალისო შეიძლება აღმოჩნდეს ტიპოგრაფია ინდიზაინში.  შემდეგ დიზაინერულ პროექტში სცადეთ გამოიყენოთ ტიპოგრაფიული ეფექტები, რომ დაუმატოთ თქვენს ნამუშევარს შემოქმედებითი პროფესიონალიზმის ტონი.

გაგაჩნიათ საკუთარი ტიპოგრაფიული რჩევები ინდიზაინში?  გაგვიზიარეთ ქვემოთ კომენტარის სახით.

Advertisement
Advertisement
Looking for something to help kick start your next project?
Envato Market has a range of items for sale to help get you started.