Flash Sale! Save on unlimited courses & creative assets downloads! Flash Sale! Save 40%
Advertisement
  1. Design & Illustration
  2. Comics
Design

მულტიპლიკაციის საფუძვლები: მულტიპლიკაციური სახის სწორად დახატვა

by
Length:LongLanguages:
This post is part of a series called Learn How to Draw.
What Is Composition, and Why Is It So Important in Drawing?
This post is part of a series called How to Draw Cartoons.
Cartoon Fundamentals: Create Emotions From Simple Changes in the Face

Georgian (ქართული) translation by Giorgi Kevlishvili (you can also view the original English article)

მულტიპლიკაციის მაყურებლები, ძირითადად, ბავშვები არიან. კარგი მულტიპლიკატორი არის ის, ვინც ზუსტად ხედავს მთავარს ადამიანის სხეულში, გადმოაქვს და ამარტივებს ისე, რომ ბავშვს შეეძლოს მისი აღქმა. ისეთმა მულტიპლიკატორებმა, როგორებიც არიან უოლტ დისნეი, ჰანა და ბარბერა, ჩაკ ჯოუნზი, ჯიმი ჰენსონი და, უოლტერ ლანცი მაყურებელი თავიანთი განუმეორებელი გმირებით მოხიბლეს.

ჩემი მიზანია, აგიხსნათ, როგორ უნდა აიწყოს ფაზლი და შეგასწავლოთ, როგორ შეიძლება სხვადასხვა გმირის განსახიერება მოცემული ტექნიკით. დარწმუნებული ვარ, თავადაც გაგიკვირდებათ, თუ როგორი ადვილია, შექმნა მულტიპლიკაციის გმირი, რომელიც გააოცებს როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს!


ადამიანის სხეულის აღქმა

ადამიანის სხეულის აგებისას ბევრი საინტერესო დეტალი იკვეთება: ჩვენ შეგვიძლია სინთეზურად და კომპლექსურად დავუკავშიროთ ერთმანეთს თითოეული დეტალი. ამავდროულად, ისინი მარტივი გზებითაც - მრუდების, წრეებისა და სხვა გეომეტრიული ფიგურებით გამოვსახოთ.

შეგიძლიათ მითხრათ ქვემოთ მოყვანილი ეს ორი ნახატი გამოსახავს თუ არა ერთსა და იმავე ნივთს?

draw a cartoon face tutorial

უცნაურია, არა? თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ ორივე გამოსახულებას და თქვათ, რომ ორივე არის მანქანა.

მხატვრებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეუძლიათ დეტალურად გაიხსენონ, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას მანქანა, ძაღლი ან თუნდაც ბავშვი. ამიტომაც იწყებენ ასოციაციებით წარმოდგენას, ქმნიან თითოეული ამ ობიექტის მარტივ სტრუქტურას. რამდენი ბავშვი დაბრუნებულა სკოლიდან უმარტივესი ნახატით ხელში, სადაც წვრილ ჯოხებზე წრეებით არის დახატული სახეები, მისთვის კი ეს გამოსახულება მშობლებთან ასოცირდება.

draw a cartoon face tutorial

თქვენ ხომ არ გინდათ ასე ხატოთ? ცოტაოდენი მონდომება და ერთად შევქმნით მულტიპლიკაციურ გმირებს.

1. შექმენი შენი პირველი პერსონაჟი

მთავარი ფიგურა, რომელიც ხატვის დროს გამოიყენება, არის წრე. წრე ერთადერთი გეომეტრიული ფიგურაა, რომელიც დაგჭირდებათ (სიყვარულის გარდა, რასაკვირველია). მისი დახმარებით შექმნით პერსონაჟის თავის პროპორციებს.

draw a cartoon face tutorial

როგორც კი წრეს შემოხაზავთ, შეგიძლიათ ის გაყოთ ოთხ ნაწილად. გაყავით ხაზებით წრე, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 1

თვალის დასახატად ოვალური ნახევარწრე შემოავლეთ ისე, რომ ჰორიზონტალურმა ხაზმა თითქმის შუაზე გაყოს. ეგ იგივე გაიმეორეთ მეორე მხარესაც. აუცილებელია, რომ ოვალებს შორის თანაბარი მანძილი დატოვოთ. რადგან ჩვენ ჯერ კიდევ შავ ვერსიაზე ვმუშაობთ, შეგიძლიათ შუაში ერთი თვალი ჩახატოთ, თანაბარი მანძილის დასაცავად.

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 2

თვალების წრის ზედა მხარეს, ფანქრის წვერის რბილი მოძრაობით შეიძლება წარბების გამოყვანაც. დაადეთ ფანქარი აღნიშნულ ადგილას და რბილი მოძრაობით ხატეთ ერთი მიმართულებით. ხშირი პრაქტიკით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ საკუთარ სტილსაც გამოიმუშავებთ.

ორივე თვალის გუგა ცენტრისკენ მიმართული დახატეთ, ისე, როგორც ნახატზეა ნაჩვენები. ეს ეფექტური გზაა, რომელსაც ყველა დამწყები მულტიპლიკატორი იყენებს გმირების შემქნის დროს.

draw a cartoon face tutorial

მინიშნება: თუ გინდათ, რომ თქვენს თვალს მეტი „რეალიზმი“ შემატოთ, თვალის კუთხეში მიახატეთ პატარა ნაოჭი, რომელიც ბუნებრივად აქვს თვალის კიდეს. ეს არის კიდევ ერთი საინტერესო ტაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ ზუსტად გამოსახოთ გმირის ხასიათი და განწყობა.

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 3

ჩვენ მივადექით ნახატის ყველაზე თავისუფალ ნაწილს. იფიქრეთ შემდეგნაირად: გმირის შექმნისას მთავარი სწორად სახე, თავის ქალა და თვალებია. ახლა თქვენ ხართ იმ სტადიაზე, როდესაც უკვე ცნობილია, რომ თქვენ მულტიპლიკაციურ გმირს ხატავთ. ახლა თქვენ გმირს უნდა მიანიჭოთ ხასიათი, განწყობა.

ახლა ვხატავთ ყბას. უნდა გადავწყვიტოთ, მსუქანი იქნება ის, თუ გამხდარი. შეიძლება იყოს მოხუცი, ახალგაზრდა და ა.შ. ჩემი გმირი იქნება ახალგაზრდა. ამიტომაც შესაფერისი ყბა უნდა დავუხატოთ.

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 4

როდესაც ცხვირს ვხატავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვხატავთ ფრონტალურად, რაც შეიძლება ნაკლები დეტალიზაციით. თუ მოხაზავთ მთავარ მიმართულებებს, ჩათვალეთ, რომ ეფექტი მიღებულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეთ მხოლოდ ერთი მხრიდან დახატვა. ამ ყველაფრის იდეა კი ის არის, რომ მეორე მხარე განათებულია და არ ჩანს.

მივახატოთ შესაფერისი ცხვირი ჩვენს პერსონაჟს.

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 5

რადგან ჩვენი გმირი ბავშვია, შესაბამისი პირიც უნდა დავუხატოთ. მარტივი კონტური, რომელიც მის გამომეტყველებას წარმოაჩენს.

არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც პატარა ბავშვის პირს ხატავთ, ტუჩები არ უნდა დაუხატოთ! მულტიპლიკაციებში ბავშვებს, მიუხედავად სქესისა, აქვთ ერთნაირი პირები. კარგი გამომეტყველება ისედაც გააკეთებს თავის საქმეს.

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 6

ჩვენი გმირი პირდაპირ უყურებს კამერას, ამიტომ ყურების დახატვა მარტივი კონტურებით შეიძლება. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე მონახაზი, რომელიც კადრში ჩანს და შემდეგ პერსპექტივის მინიჭება (ამ ყველაფერზე დეტალურად მოგვიანებით გვექნება საუბარი).

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 7

იმ წრის ძირითადი მონახაზი, რომელიც ჩვენ სულ პირველ ნახატზე გამოვსახეთ, უკვე დამთავრებულია, არა? ასე რომ, ჩვენ ახლა გვჭირდება ძალიან მარტივი ბავშვური თმის ვარცხნილობა, რათა მეტი სიცოცხლე მივანიჭოთ გმირს. ამიტომაც დავხატოთ თმა.

draw a cartoon face tutorial

წარმოდგენა არა მაქვს, როგორ დავხატო თმები! მიშველეთ!

პირველ ყოვლისა, დამშვიდდით... აქ საშიში არაფერია. არაა აუცილებელი დიზაინერი და/ან სტილისტი იყოთ, რომ შექმნათ თმის ფაქტურა. არ არსებობს თმის დახატვის ერთი კონკრეტული გზა, ამიტომ უნდა სცადოთ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ თმა არის აუცილებელი და სახასიათო შტრიხი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თმა განსაზღვრავს ასაკს, იმასაც, კონსერვატორია პერსონაჟი, თუ აჯანყებული თინეიჯერი და ა.შ. წარმოუდგენელია, არა?

ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა, მოძებნოთ თმის ვარცხნილობები ინტერნეტში. მე ზუსტად ასე ვაკეთებ: ვათვალიერებ ჟურნალებს მოდის შესახებ ან ინტერნეტში ვეძებ. როდესაც იდეალურ სტილს იპოვით, გამოსახულება სამუშაო მაგიდასთან ახლოს დადეთ, და ეცადეთ, მისი გამარტივებული ვერსია დახატოთ.

როგორც ჩანს, ჩვენ დავასრულეთ პირველი გმირის ხატვა! გილოცავთ!

ახლა ცოტა შემოქმედებითად გამოვიყენოთ ეს შაბლონი და კიდევ შევცვალოთ ტომი (დიახ, ამ გმირს ტომი დავარქვი).


2. შექმენი მოხუცი პერსონაჟი

ნაბიჯი 1

ისევ თვალების დახატვით ვიწყებთ. ამჯერად გაცილებით სწრაფად ვხატავთ, ვქმნით ნაოჭებს, წარბებს და თვალის გუგებს.

როგორც ხედავთ, ჩვენ არ შეგვიცვლია დიდად ნახატი, მხოლოდ მცირედით გავზარდეთ წარბები. მოხუც კაცს უფრო ხშირი წარბები აქვს, რომელიც გაცილებით დიდ ადგილს იკავებს სახეზე. წამწამებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს კაცის დახატვის დროს, თითქმის ყოველთვის ერთნაირად იხატება.

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 2

ამჯერად ვცვლით ნიკაპის ფორმას. სცადეთ ისე, როგორც სურათზეა მოცემული.

ჩვენი გმირი უკვე განსხვავებულად გამოიყურება, ეს კი ძალიან კარგია. ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, რომ იდეალური ცხვირი მოვარგოთ მას.

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 3

მიყევით იმ ნაბიჯებს, რომლებიც წინა გაკვეთილზე გავიარეთ, მათი დახმარებით შექმენით ცხვირი. ამჯერად შევეცდები, წინა ნახატისგან სრულიად განსხვავებული ცხვირი შევქმნა.

დააკვირდით, რომ ცხვირის ნესტოები ძალიან ახლოს არის თვალის უპეებთან. ეს კარგი საშუალებაა დიდი ცხვირის დასახატად. თავარი იდეაც ხომ ეს არის, რომ გავაზვიადოთ ის, რასაც ვხატავთ, ამას ყოველთვის კარგ შედეგამდე მივყავართ!

draw a cartoon face tutorial

როდესაც გაზვიადებაზე ვსაუბრობთ, დავაპატარავოთ ჩვენი გმირის პირი ისე, რომ ოდნავ შესამჩნევი გახდეს.

ნაბიჯი 4

გადავწყვიტე, ამჯერად სხვა ტექნიკა გამოვიყენო: იმის ნაცვლად, რომ პირი დავხატოთ, ჩვენ უბრალოდ შევქმნით ულვაშს, რომელიც მეტ თავისებურებას მიანიჭებს ჩვენს პერსონაჟს.

მზად არის! ესეც ჩვენი გმირის დიდი და განსაკუთრებული ულვაში!

draw a cartoon face tutorial

ნაბიჯი 5

გახსოვთ, თმაზე რომ ვსაუბრობდით? თმას შეუძლია განსაზღვროს გმირის ასაკი და პიროვნება. შევამოწმოთ.

ჩვენ დავამატეთ გვერდებზე თმები, ხოლო ზემოთა ნაწილი დავტოვეთ. ასე შეიქმნა სიმელოტის ეფექტიც. ხედავთ გასაოცარ ეფექტს? ყურადღება მიაქციეთ, რომ ყურები ზუსტად იგივე აქვს, რაც ტომის (ზემოთ შექმნილი პერსონაჟი). ეს უპირატესობა აქვს შაბლონებზე მუშაობას. ეს არის სწორედ მულტიპლიკაციის სასწაული!

draw a cartoon face tutorial

მგონი ჩვენი გმირი გადარეული მეცნიერია!

3. შექმენი ქალი პერსონაჟი

არ ვიცი... მგონი ტომის და სჭირდება. ძალიან მარტოსულად გრძნობს თავს. მოდი, ერთად შევქმნათ მისი და.

draw a cartoon face tutorial

ჰეი, როგორ შექმენი ასეთი გმირი ასე სწრაფად? ძალიან ადვილად... ქალებს აქვთ გაცილებით დახვეწილი სახის სტრუქტურა. მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას:

  • თხელი წარბები;
  • გრძელი და გამომსახველი წამწამები;
  • თხელი ნიკაპი;
  • პატარა ცხვირი, რაც შეიძლება ნაკლები დეტალით;
  • გრძელი თმა (გამოიყენე რეალური ვარცხნილობები და ისე შექმენი საკუთარი სტილი).

ესაა სულ. ყველაფერი, რაც უნდა გამოიყენო, ზემოთ უკვე აღწერილია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი, რისი აღებაც შეიძლება, ტომისგან ავიღე. ამის შემდეგ ისინი აშკარად ნათესავები გამოდიან, არა?

როცა ხატვის დროს თავს კომფორტულად იგრძნობ, შეგიძლია ისეთი „რეალისტური“ დეტალებით გაამდიდრო შენი გმირი, როგორიც არის ნამდვილი თვალის გუგები...

draw a cartoon face tutorial

4. სახის გამომეტყველება

ჩვენ უკვე მზად ვართ მეტი ემოცია დავამატოთ ჩვენს ლუსის (დიახ, ეს მისი სახელია უკვე). მოდი, ერთად შექმნათ მისი გამომეტყველება არდადეგების დასრულებისას.

draw a cartoon face tutorial

ჩვენ უკვე მივაღწიეთ განსხვავებულ გამომეტყველებას, მხოლოდ ორი დეტალის დამატებით: ცრემლები და შეცვლილი პირის ჭრილი! გასაოცარია, არა?!

ახლა კი დავუბრუნდეთ ტომის და ვკითხოთ, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე:

draw a cartoon face tutorial

ჰმ... მე მგონია, ტომი რაღაცას გეგმავს!

ალბათ, შეამჩნიეთ, რომ სრულიად შეიცვალა მისი გამომეტყველება. ასეთი შედეგის მისაღწევად მიყევით ამ ნაბიჯებს:

  • დახატეთ ერთი თვალის ჭრილი მეორეზე პატარა;
  • თვალის ნახევრამდე ჩამოიტანეთ წარბები;
  • წარბების განლაგების მიხედვით შექმენით პირი;
  • თვალის გუგები რაც შეიძლება ახლოს დახატეთ წარბებთან და თვალის კიდესთან.

მხოლოდ ეს არის! ჩვენ მივიღეთ გასაოცარი შედეგი მხოლოდ რამდენიმე, ერთი შეხედვით, მცირე დეტალების შეცვლით. თმა, ყურები, ცხვირი, ნიკაპი და სახის მოყვანილობა ზუსტად იგივეა, რაც პირველ ნახატში იყო! მარტივია!


5. პროფილი

დახატეთ ისეთი შაბლონი, როგორიც მოცემულია სურათზე. ახლა კი ჩვენ ვისწავლით, როგორ უნდა გამოვსახოთ ტომი და ლუსი პროფილში:

draw a cartoon face tutorial

ჩვენ ჩავატევთ ორივეს სახეს ასე:

draw a cartoon face tutorial

ყურადღება მიაქციეთ, რომ პროფილის ხატვის დროს ყური რჩება წრის ცენტრში.

გაიაზრეთ, რა განსხვავება სტრუქტურაში, როდესაც ნახატს ქმნით გვერდიდან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დეტალებს:

  • ტომის წარბები თხელია;
  • ლუსის ნიკაპი უმნიშვნელოდ არის წინ გამოწეული;
  • ლუსის ცხვირი კიდევ უფრო თხელი და წვეტიანია;
  • ლუსის გაცილებით დიდი და ქალური წამწამები აქვს.

6. იმუშავე კუთხეებზე

თვალები, ცხვირი, პირი, ყურები... ყველა ეს დეტალი იცვლება, როგორც კი ხედვის კუთხეს ცვლით. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გმირი სხვადასხვა კუთხიდან დაათვალიეროთ და კარგად აღიქვათ, რადგან ისინი მუდმივად იცვლება სხვადასხვა საგნებთან მიმართებაში. ეს მათ კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს ანიჭებს!

draw a cartoon face tutorial

ყურადღება მიაქციეთ თვალის ფორმირებას სხვადასხვა რაკურსის დროს. დააკვირდით, წითლად დახატული ფორმები როგორ განსხვავდება რეალურისგან.
draw a cartoon face tutorial

რეალური ცხვირი შედგება სხვადასხვა ხრტილისგან. ახლა კი ყურადღება მიაქციეთ, როგორი გამარტივებულია ის მულტიპლიკაციის გმირის გამოსახვის დროს.
draw a cartoon face tutorial

იმის გაგება, თუ როგორი უნდა იყოს პირი, ძალიან მნიშვნელოვანია. მოშალეთ ზედმეტი დეტალები თქვენი ნახატიდან და ეცადეთ დატოვოთ მხოლოდ ძირითადი ნაწილები, მაგალითად, ტუჩები. ყურებიც ძალიან გამარტივებულია ასეთი ხატვის დროს.

ახლა კი შეგვიძლია პრაქტიკაში გამოვცადოთ ყველაფერი, რაც აქამდე ვისწავლეთ. მიჰყევით ძირითად შაბლონს (მხოლოდ წრეებს და მიმართულების ხაზებს). აქ შეგვიძლია ჩვენ პრაქტიკულად გამოვიყენოთ ხატვის უნარები სხვადასხვა პოზიციით:

draw a cartoon face tutorial

გავაკეთოთ თვალები სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით თითოეულ წრეზე...

draw a cartoon face tutorial

ახლა კი მივამატოთ განსხვავებული ზომის და ფორმის ლოყები...

draw a cartoon face tutorial

ახლა უკვე ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მე როგორც ვატყობ, თავადაც მშვენივრად გაართმევთ თავს ტექნიკის დახვეწას, რათა დაამთავროთ თქვენი ნამუშევარი. არ დაგავიწყდეთ მულტიპლიკაციური გმირის შექმნას აქვს ორი თავისებურება:

  • რაც შეიძლება გაამარტივეთ სახის დეტალები ხატვის დროს;
  • გააზვიადეთ ემოცია.

როგორც კი მონახაზს მიმართულებას მისცემთ, ეცადეთ შეარჩიოთ საჭირო ყბა. გამოიყენეთ თქვენი წარმოსახვა და კრეატიულობა, შექმენით იმდენი სახე, რამდენიც თქვენ გსურთ. დამერწმუნეთ, დღეში 10 წუთი ვარჯიში, მხატვრობას გადააქცევს ისეთივე ბუნებრივ ქმედებად, როგორიც არის სუნთქვა.

მოდი, შევაჯამოთ! რაც ამ გაკვეთილში გავიარეთ, შეგვიძლია პუნქტებად ჩამოვაყალიბოთ და ხატვის დროს გავითვაისწინოთ:

  1. შექმენით წრე, რომელიც თავის ქალა იქნება;
  2. ჩამოყალიბდით, თუ საით შეიძლება იყურებოდეს თქვენი გმირი და იმის მიხედვით ააგეთ სახის სხვა ნაწილები;
  3. შექმენით ოვალი თვალის ფორმისთვის;
  4. შექმენით თვალის გუგები (თუ გინდათ, რომ საყვარელი პერსონაჟი დახატოთ გუგები ცხვირთან რაც შეიძლება ახლოს დახატეთ). არ დაგავიწყდეთ წამწამები;
  5. შექმენით სწორი წარბები, ამაზეა დამოკიდებული ასაკი და სქესი თქვენი პერსონაჟის;
  6. შეარჩიეთ სწორი ყბა;
  7. დახატეთ რაც შეიძლება მარტივი ყურები;
  8. კარგად მოძებნეთ ინტერნეტში (სპეციალურ ჟურნალებში) თმის სტილი და გამოიყენეთ ისე, როგორც ნაჩვენებია გაკვეთილში;
  9. იმხიარულეთ!

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ვერსია:

draw a cartoon face tutorial
draw a cartoon face tutorial

ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთსა და იმავე შაბლონზე სხვადასხვა ემოცია გამოსახო. ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ წარბები და წამწამებია შეცვლილი, მეტი არაფერი!!!

7. გამოიკვლიეთ სხვადასხვა ეთნოსი

ჩვენ უკვე ვასრულებთ ამ გაკვეთილს. ჩემი ბოლო რჩევა იქნება, რაც შეიძლება მეტი იმუშავეთ სხვადასხვა სახისა და გამომეტყველების შექმნაზე ისწავლეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ პირი და თვალები სხვადასხვა სიტუაციაში. ყურადღება გაამახვილეთ სხვადასხვა ეთნოსის თავისებურებებზე.

draw a cartoon face tutorial

მაგალითისთვის, შეგიძლიათ აიღოთ შავკანიანი და დახატოთ ისე, როგორც არის სურათზე გამოსახული: ცოტათი გაბრტყელებული ცხვირი და კიდევ უფრო მომრგვალებული ლოყები.

ეცადეთ თქვენი გმირები გახდნენ კიდევ უფრო რეალისტურები. დააკვირდით ადამიანთა მიმიკებს რეალურ ცხოვრებაში. ათვალიერეთ ფოტოები, დააკვირდით საყვარელი მხატვრების ნამუშევრებს, ეძებეთ შთაგონება ინტერნეტში და მიიღებთ ზუსტად იმ ინფორმაციას, რომელიც ხატვის დროს დაგვჭირდება. მაგრამ დაიმახსოვრეთ: დაკვირვება რეალურ ცხოვრებაზე არ ნიშნავს კოპირებას! თუ გინდათ, რომ თქვენი გმირები იყვნენ უნიკალურები, არავითარ შემთხვევაში არ აკოპიროთ ისინი, შევთანხმდით?


მშვენიერია! კიდევ ბევრია გასაკეთებელი!

ახლა თქვენ უკვე იცით საუკეთესო ხერხები, რომლებსაც პროფესიონალები იყენებენ თავიანთი გმირების შესაქმნელად. ამ საკითხზე ძალიან ბევრი მასალა არსებობს, ჩვენ მხოლოდ მცირედი მიმოვიხილეთ ამ გაკვეთილში. თანდათან უფრო ღრმად შევისწავლით ამ საკითხს და კიდევ უფრო სრულყოფილ გმირებს, სრულყოფილ გამომეტყველებებს შევქმნით.

draw a cartoon face tutorial
draw a cartoon face tutorial

ატარეთ ექსპერიმენტების სხვადასხვა სტილში, ეს ხომ უსასრულო სამყაროა!
Advertisement
Advertisement
Looking for something to help kick start your next project?
Envato Market has a range of items for sale to help get you started.