Students Save 30%! Learn & create with unlimited courses & creative assets Students Save 30%! Save Now
Advertisement
  1. Design & Illustration
  2. Adobe InDesign
Design

Adobe InDesign A-დან Z-მდე

by
Length:LongLanguages:
This post is part of a series called A to Z Design Software.
The A to Z of Adobe Photoshop
The A to Z of Adobe Illustrator
This post is part of a series called Magazine Design & Templates .
How to Make a Book in InDesign

Georgian (ქართული) translation by Giorgi Kevlishvili (you can also view the original English article)

Adobe Creative Cloud InDesign CC

Adobe InDesign-ი მრავალფეროვანი პროგრამაა ციფრული და ბეჭდური პროდუქციისთვის დიზაინის შესაქმნელად. დიზაინერების უმეტესობა იყენებს ინდიზაინის სანდო და გამოცდილ ინსტრუმენტებს, რომლებსაც მუშაობისას იყენებენ. ძირითადად გამოყენებადი ფუნქციების გარდა, არსებობს ინსტრუმენტები და ხრიკები, რომლებიც თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ.

ქვემოთ მოცემულ სიაში ინდიზაინის დამწყებმა თუ პროფესიონალმა მომხმარებელმა შესაძლოა საინტერესო რამ აღმოაჩინოს.  გამოიყენეთ ბმულები, რომ ნახოთ დამატებითი ინფორმაცია ინდიზაინის ზოგიერთი ფუნქციის შესახებ.

გინდათ გამოყოთ ინდიზაინის ინსტრუმენტები/რჩევები/ფუნქციები, რომლებიც აქ არ არის შესული? გაგვიზიარეთ ქვემოთ „კომენტარების“ დახმარებით.

A

Align panel [სწორების პანელი] (Window > Object & Layout > Align): მისი დახმარებით დიზაინერს დოკუმენტში გვერდზე განთავსებული ობიექტების მოწესრიგება შეუძლია. გადადით ბმულზე, რომ ნახოთ გეივინ სელბის რჩევები ამ ინსტრუმენტთან დაკავშირებით.

Alignment [ტექსტის სწორება] (მისი მახასიათებლები ნახეთ პროგრამულ პანელზე, აბზაცის ფორმატირების მენიუში): გამოიყენეთ ეს ფუნქცია, რომ მოახდინოთ ტექსტის სწორება მაგ. ორივე კიდეზე, ცენტრის მიმართ ან სწორება ყუისკენ ან ყუიდან დაშორებული [Justified, Aligned Center, Aligned Towards, Away From Spine].

Anchor Point [საკვანძო წერტილი] (Tools Panel > Add / Delete Anchor Point Tool): ისევე, როგორც ილუსტრატორში, საკვანძო წერტილი შეგიძლიათ გამოიყენოთ წირისთვის ან ფიგურისთვის მოხაზულობის შესაცვლელად.

Anchored Object [მიმაგრებული ობიექტი] (Object > Anchored Object): მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ტექსტს მიამაგროთ ობიექტი (მაგ. ტექსტური ბლოკი ან გამოსახულება) სხვადასხვა პოზიციაში - ხაზზე, ხაზის ზემოდან და შერჩევით [Inline, Above Line და Custom].

Application Bar and Application Frame [პროგრამის პანელი და პროგრამის ჩარჩო. მხოლოდ Mac-ზე] (Window > Application Bar / Application Frame): პროგრამის პანელი მოთავსებული ეკრანის ზედა ნაწილში, როდესაც ინდიზაინი გახსნილია. შეიცავს მენიუს, გადამრთველს სამუშაო სივრცეებს შორის და მართვის სხვა ინსტრუმენტებს.  პროგრამის ჩარჩო თანამედროვე ინდიზაინის ინტერფეისია, რომელიც აერთიანებს სამუშაო ელემენტებს ერთ სივრცეში.  მენიუ Window-დან თქვენ შეგიძლია ჩართოთ ან გამორთოთ ეს ფუნქცია.

Arrange [მოწესრიგება] (Window > Arrange / Ctrl-მაუსის დაწკაპუნება [Mac] ან მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნება [PC] > Arrange): გაძლევთ საშუალებას მონიშნული ობიექტი (მაგ. ტექსტური ბლოკი/ფიგურა/გამოსახულება) ერთი ფენის ფარგლებში, გადაანაცვლოთ წინა ან უკანა პლანზე.

Articles [არტიკლი] (Window > Articles): არტიკლი (დაწყებული CS5.5-დან) გაძლევთ საშუალებას დაამყაროთ კავშირები ელემენტებს შორის და მოაწესრიგოთ მიმდევრობა, რომელიც როგორც წესი განისაზღვრება მარცხნიდან-მარჯვნივ მიმართულებით.  მოხერხებულია დოკუმენტის EPUB, HTML ან ინტერაქტიურ PDF-ში ექსპორტირებისას გამოიყენოთ.  ექსპორტირებამდე თქვენ შეგიძლიათ გადაადგილოთ ობიექტები, როგორიცაა ტექსტური ჩარჩოები არტიკლის პანელზე, რომ მიიღოთ სწორი მიმდევრობა.

B

Baseline Shift [საბაზისო ხაზის წანაცვლება] (სიმბოლოს ფორმატირების პანელზე): საბაზისო ხაზი არის უხილავი ხაზი, რომელზეც განლაგებულია ასოები; თქვენ შეგიძლიათ წაანაცვლოთ ის ზემოთ ან ქვემოთ Baseline Shift ფუნქციის დახმარებით და ამით განსაზღვრავთ ასოები ზემოთ თუ ქვემოთ იყვნენ განლაგებულნი.

Bleed [ბლიდი] (File > New Document > Bleed and Slug): ბლიდი წარმოადგენს დანამატს დოკუმენტის საზღვრებთან.  ის შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, გამოსახულებას ან ფერს, რომელიც დოკუმენტის საზღვრებს სცდება. ბეჭდვის შემდგომი ჩამოჭრისას დაშვებული უზუსტობები ნაკლებად შესამჩნევი ხდება ბლიდის გამოყენების შემთხვევაში.

Book [წიგნი] (File > New > Book...):  ინდიზაინში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ „წიგნი“-ის ფაილი.  ის წარმოადგენს ცალკეული დოკუმენტების ერთობლიობას, მაგ. თავების ან ნაწილების და ამავდროულად ინარჩუნებს გვერდების დანომვრის თანმიმდევრობას.

C

Character [სიმბოლო] (Window > Type & Tables > Character): ტექსტისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ატრიბუტები ან სტილები (იხ. „S“-ზე). ცალკეული სიმბოლოს, სიტყვის ან წინადადების მონიშვნით თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ ფონტი, ზომა, სტრიქონებს შორის მანძილი (Leading, იხ. „L“-ზე) და სხვა. გამოიყენეთ პარამეტრები, რომლებიც ხელმისაწვდომია სიმბოლოს ფორმატირების პანელზე (იხ. ქვემოთ).

Character Formatting Controls [სიმბოლოს ფორმატირების მართვა]: მას ნახავთ პროგრამულ პანელზე, რომელიც ეკრანის ზედა ნაწილშია მოთავსებული. აღინიშნება „A“ სიმბოლოთი უკიდურეს მარცხენა მხარეს.

Color [ფერი]: ნახეთ, როგორ მართოთ ფერი ინდიზაინში.

Columns [სვეტები] (Layout > Margins and Columns...): როდესაც შექმნით ახალ დოკუმენტს, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სვეტების რაოდენობა და მათ შორის დაცილება [Gutter]. ეს შეიძლება გამოიყენოთ სვეტებად ტექსტის განაწილების დროს, მაგ. გაზეთების ან ბროშურების მაკეტში.  ნახეთ მარტინ პერინიაკის [Martin Perhiniak] რჩევები მაკეტის დიზაინზე სვეტების გამოყენებით.

Content Collector Tool (B) / Content Placer Tool [შიგთავსის შეკრების ინსტრუმენტი / შიგთავსის დალაგების ინსტრუმენტი]: ხელმისაწვდომია CS6-დან. ეს დამატებითი პანელი გაძლევთ საშუალებას შეკრიბოთ და შემდეგ დაალაგოთ შეკრებილი ელემენტები დოკუმენტში.  მაგ., თქვენ გინდათ, რომ ერთი სურათი რამდენჯერმე გამოიყენოთ. ათავსებთ ამ სურათს შიგთავსის შემკრებში და შემდეგ ჩასვათ იქ, სადაც დაგჭირდებათ.

Corners [კუთხე] (Object > Corner Options): გამოიყენეთ Corner Options, რომ დააყენოთ ობიექტის კუთხეების ზომა და ფორმა (მაგ. Bevelled, Rounded). შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიგურის, ტექსტის ან სურათის ჩარჩოსთვის. 

D

Direct Selection Tool [პირდაპირი მონიშვნის ინსტრუმენტი] (A): გაძლევთ საშუალებას მონიშნოთ უშუალოდ ფიგურის ან წირის საკვანძო წერტილი და შეასრულოთ სხვადასხვა ტრანსფორმაციები.

Drop Cap [საზედაო ასო] (სიმბოლოს ფორმატირების პანელზე): საზედაო ასო არაჩვეულებრივი ტიპოგრაფიული ეფექტია, რომელიც განსაზღვრავს აბზაცის დასაწყისში ერთი ან რამდენიმე სიმბოლოს ზომასა და ხაზოვან სიმაღლეს.  თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ხაზების რაოდენობა [Number of Lines] და აირჩიოთ რამდენ სიმბოლოზე [One or More Characters] გავრცელდება ეფექტი.

E

Effects [ეფექტები] (Object > Effects): ობიექტებზე, როგორიცაა ტექსტური ჩარჩო, გამოსახულება ან ფიგურა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე ეფექტი, მაგ. გრადიენტით გამკრთალება [Gradient Feather], დაარეგულიროთ გამჭვირვალობა [Transparency] ან დაამატოთ ჩრდილი [Drop Shadow].

Ellipse Tool [ინსტრუმენტი „ელიპსი“] (L): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი რომ შექმნათ ელიფსური ან წრიული (თუ დააწვებით Shift კლავიშს) ფორმა, რომელიც ფერისთვის ან ტექსტისთვის გამოგადგებათ.

Ellipse Frame Tool [ინსტრუმენტი „ელიპსური ჩარჩო“] (ინსტრუმენტთა პანელი > დამატებით მენიუში მართკუთხედის ქვეშ): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი რომ შექმნათ ელიფსური ან წრიული (თუ დააწვებით Shift კლავიშს) ჩარჩო, რომელშიც სურათს განათავსებთ.

Erase Tool [ინსტრუმენტი „საშლელი“] (ინსტრუმენტთა პანელი > დამატებით მენიუში ფანქრის ქვეშ): ამ ინსტრუმენტით წაშლით წირის იმ ნაწილს, რომელიც აღარ გჭირდებათ.  თქვენ ვერ წაშლით წირს თუ ის გადაყვანილია ტექსტურ წირად (იხ. „T“-ზე).

Export [ექსპორტი] (File > Export...): გამოიყენეთ ეს ფუნქცია იმისათვის, რომ გაიტანოთ თქვენი დოკუმენტი PDF ფორმატში (Print ან Interactive) ან როგორც გამოსახულება (მაგ. EPS, PNG, JPEG), ასევე როგორც HTML ან კიდევ სხვა რომელიმე ფორმატში.

Eyedropper Tool [ინსტრუმენტი „პიპეტი“] (I): როდესაც „პიპეტით“ დააწვებით თქვენი დოკუმენტის ფერად ნაწილში, მაგ. სურათზე, პიპეტი აიღებთ ფერს, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ ნიმუშების [Swatches] პანელში.

F

Facing Pages [განშლა] (File > New Document > მონიშნეთ Facing Pages): სხვა დიზაინერულ პროგრამებთან შედარებით, როგორებიცაა ფოტოშოპი ან ილუსტრატორი, ინდიზაინი მოსახერხებელია საბეჭდი მაკეტების დიზაინისთვის, მაგ. წიგნებისთვის, ჟურნალებისთვის, ლიფლეტებისთის. მონიშნეთ Facing Pages, რომ შექმნათ დოკუმენტი, რომელიც დაიწყება მარჯვნივ განთავსებული ერთი გვერდით, ხოლო მომდევნო გვერდები განშლაზე განთავსდებიან.

Fill [ფონი] (X): დააყენეთ ფონის ფერი ობიექტისთვის, მაგ. ჩარჩოსთვის ან ტექსტისთვის.  თქვენ ასევე შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნიმუშების [Swatches] პანელიდან და სიმბოლოების ფორმატირების პანელიდან.

Fitting [მორგება] (Object > Fitting): ინდიზაინში განთავსებული ობიექტი, მაგ. გამოსახულება, მოთავსებულია ჩარჩოში. გამოიყენეთ მორგების ფუნქცია რომ განსაზღვროთ ზომები და ჩარჩოში გამოჩენის სიდიდე.  თუ არ ხართ დარწმუნებული რა აირჩიოთ, გამოიყენეთ ჩარჩოს პროპორციულად შევსება [Fill Frame Proportionally]. ეს ყველაზე უსაფრთხო ფუნქციაა.

Free Transform Tool [ინსტრუმენტი „თავისუფალი ტრანსფორმაცია“] (E): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ ხელით დაატრიალოთ (Rotate, იხ. „R“-ზე) ობიექტი (Object, იხ. „O“-ზე).

G

Gap Tool [ინსტრუმენტი „დაცილება“] (U): ამ ინსტრუმენტის დახმარებით შეგიძლიათ ცვალოთ მანძილები ობიექტებს შორის და მათ გარშემო. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გავინ სელბის [Gavin Selby] რჩევები.

Glyphs [სიმბოლოები] (Window > Type & Tables > Glyphs): იხილეთ ყველა სიმბოლო, რომელიც ხელმისაწვდომია არჩეული ფონტისთვის.  თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ბოლოს გამოყენებული სიმბოლოები ან შექმნათ სიმბოლოების ნაკრები. ამისათვის Glyphs პანელის დამატებითი მენიუ უნდა გახსნათ.

Gradient Feather Tool [ინსტრუმენტი „მსუბუქი გრადიენტი“] (Shift-G): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ ობიექტს მიანიჭოთ მსუბუქი გრადიენტის ეფექტი.

Gradient Swatch Tool [ინსტრუმენტი „ფერის გრადიენტი“] (G): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ ობიექტს მიანიჭოთ მარტივი გრადიენტის ეფექტი ან შეცვალოთ უკვე გამოყენებული.

Grids [ბადე] (View > Extras > Show Baseline Grid/Show Document Grid): საბაზისო ხაზების ბადე გამოიყენება ტექსტური სვეტების გასათანაბრებლად და ჩანს მხოლოდ დოკუმენტის ფარგლებში და არ ჩანს სამუშაო სივრცეზე.  დოკუმენტის ბადე გამოიყენება ობიექტების გასათანაბრებლად და გამოიყენება მთელ სამუშაო სივრცეზე (Pasteboard. იხ. „P“-ზე).  Grid Preferences-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ ბადე (Edit > Preferences > Grids [Windows-ზე] ან InDesign > Preferences > Grids [Mac-ზე]).

Group [ჯგუფი] (Object > Group / Ungroup): ობიექტების, ჩარჩოების ან/და სხვა ელემენტების ერთად დაჯგუფება ამარტივებს მათზე საერთო მოქმედებების ან ეფექტების გამოყენებას.

Guides [მიმმართველები] (Layout > Create Guides... ან ხელით გადმოიტანეთ სახაზავიდან): გამოიყენეთ მიმმართველები განშლაზე ობიექტების განსანთავსებლად.  მაგალითად, წიგნის ყუის გამოსაყოფად უმჯობესია გამოიყენოთ მიმმართველები, ვიდრე სვეტების სიგანე [Column Widths].  უფრო მეტი მიმმართველებისა და სახაზავების შესახებ იხილეთ აქ (Rulers. იხ. „R“-ზე).

H

Hand Tool [ინსტრუმენტი „ხელი“] (H): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი (მას იპოვით ინსტრუმენტთა პანელზე), რომ ადვილად გადაადგილდეთ განშლაზე ან გვერდებს შორის.

Hyphenate [გადატანა] (სიმბოლოების ფორმატირებისა და აბზაცის ფორმატირების პანელებზე): მონიშნეთ გადატანის ოპცია, როდესაც ტექსტური კურსორი მოთავსებულია აბზაცში, რომ მოხდეს სტრიქონებზე სიტყვების გადატანა.

I

Info [ინფორმაცია] (Window > Info): გახსენით ინფორმაციის პანელი, რომ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია დოკუმენტში არსებული სიმბოლოების, სიტყვების, სტრიქონების, პარაგრაფისა და ობიექტების შესახებ.

Intent [დანიშნულება] (File > New Document > Intent): თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა მიზნისთვის გსურთ დოკუმენტის შექმნა: ბეჭდვისთვის, ინტერნეტისთვის (სტანდარტული ვებსაიტისთვის) ან ციფრული პუბლიკაციისთვის (ტაბლეტებისთვის, სმარტფონებისთის ან ელწიგნების წამკითხველთათვის) [Print, Web, Digital Publishing].  დამატებითი ვარიანტები შეგიძლიათ აირჩიოთ გვერდის ზომის [Page Size] ჩამოსაშლელი მენიუდან.

J

Join [გაერთიანება] (Object > Paths > Join): როგორც ილუსტრატორში, თქვენ შეგიძლიათ ეს ოპცია გამოიყენოთ ორი წრფის გასაერთიანებლად ერთ ფიგურად ან წრფედ. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი ერთმანეთზე გადაფარვა ან გააერთიანოთ ბოლო წერტილები.

K

Kerning [კერნინგი] (სიმბოლოების ფორმატირების პანელზე): ამ ოპციის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ან გაზარდოთ კერნინგი, ან მანძილი ინდივიდუალურ სიმბოლოებს შორის.

L

Language [ენა] (დააყენეთ ენა აბზაცის ფორმატირების პანელზე): ამ მენიუს დახმარებით ენის შეცვლა ცვლის ინდიზაინის მიერ გამიოყენებად ლექსიკონს. მაგ. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს სიტყვების ავტომატურად გადატანაზე.

Layers [ფენები] (Window > Layers): კარგი პრაქტიკაა, როდესაც დოკუმენტში იყენებთ ფენებს განსხვავებული ელემენტებისთის და ჩაკეტოთ ის ფენები, რომლებსაც არ იყენებთ. მაგ. გამიჯნეთ ტექსტი და სურათები ფენების დახმარებით და ეს მომავალში გაგიადვილებთ მათთან მუშაობას.  შეიტყვეთ მეტი ფენების პანელის შესახებ.

Line Tool [ინსტრუმენტი „ხაზი“] (\): ინსტრუმენტი „ხაზი“ ქმნის წირს, რომელიც შეიძლება დავარედაქტიროთ წირის [Stroke] პანელის დახმარებით (Window > Stroke, იხ. „S“). დააწექით კლავიშა Shift-ს, რომ გაავლოთ სწორი ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ხაზი.

Links [ბმულები] (Window > Links): გამოსახულებები ჩაშენებულები კი არ არიან, არამედ ბმულების სახით თავსდებიან ინდიზაინის დოკუმენტში. პროგრამა ქმნის ბმულს ინდიზაინის დოკუმენტსა და გამოსახულების ფაილს შორის. Preflight პანელი (Window > Output > Preflight, იხ. „P“-ზე) ექსპორტირებამდე შეგატყობინებთ თუ რომელიმე ბმული არის დაკარგული. ბმულების პანელზე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ Relink ნიშნულით, რომ მოახდინოთ კავშირების აღდგენა.

Liquid Layout [მოქნილი მაკეტი] (Window > Interactive > Liquid Layout): გაძლევთ საშუალებას, ერთი დოკუმენტის ფარგლებში შექმნათ სხვადასხვა ზომის გვერდები და მოაწესრიგოთ მათზე განლაგებული ობიექტები. ნახეთ მარტინ პერინიაკის [Martin Perhiniak] ვიდეო გაკვეთილი ინდიზაინში მოქნილი მაკეტების გამოყენებაზე.

Lock [ჩაკეტვა] (Object > Lock): მონიშნეთ ნებისმიერი ელემენტი, რომელიც გინდათ ჩაკეტოთ (საერთოდ არ მოძრაობდეს) და აირჩიეთ ეს ოპცია. ეს სასარგებლოა, როდესაც თქვენ არ გინდათ, რომ ობოექტი შემთხვევით დაიძრას, როდესაც გვერდზე განთავსებულ სხვა ობიექტებთან მუშაობთ.

M

Margins [მინდვრები] (Layout > Margins and Columns...): დოკუმენტის მინდვრების განსაზღვრა შესაძლებელია ახალი დოკუმენნის შექმნის ფანჯარაში ან მოგვიანებით მენიუ Layout-იდან (შენიშვნა: სანამ გამოიძახებთ მენიუ Layout-ს, მონიშნეთ ყველა ის გვერდი, რომლებსაც გინდათ მოარგოთ მინდვრები. ამისათვის გვერდების [Pages]პანელში მონიშნეთ შესაბამისი გვერდების ნიშნულები).

Markers [სანიშნეები] (Type > Insert Special Character > Markers): Markers მენიუს დახმარებით შეგიძლიათ მარტივი ტექსტური ბლოკი გადააქციოთ დინამიურ გვერდის ნომრად [Page Number] ან ნაწილის სანიშნედ [Section Marker]. სასარგებლო რჩევა: შექმენით მცირე ზომის ტექსტური ბლოკი სანიმუშო [Master] გვერდ(ებ)ზე და ჩასვით გვერდის ნომერი [Page Number]. ის გამოჩნდება ყველგან, სადაც გამოყენებულია წამყვანი გვერდი.

Master Pages [სანიმუში გვერდები] (გვერდების პანელზე იხ. ზედა ნაწილში [Window > Pages]): მათი გამოყენება არის მარტივი გზა, რომ მართოთ დიდი დოკუმენტები, სადაც გვერდებზე ბევრი საერთო კომპონენტია განთავსებული (გვერდების ნომრები, ზედა ან ქვედა კოლონტიტულები, ფერები, გამოსახულებებიდა სხვა).  ნაგულისმევი სანიმუშო გვერდი (მას ეწოდება „A-Master“) გამოჩნდება გვერდების პანელზე, როდესაც თქვენ ახალ დოკუმენტს შექმნით.  თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მეტი სანიმუშო გვერდების პანელის ჩამოსაშლელი მენიუდან, სადაც აირჩევთ ახალი სანიმუშო გვერდი [New Master…]; თქვენ შეგიძლიათ სანიმუშოს მოკიდოთ ხელი და გადაიტანოთ ის ქვემოთ გვერდის ნიშნულზე.

Measure Tool [ინსტრუმენტი „საზომი“] (K): ამ ინსტრუმენტის დახმარებით დოკუმენტში შეგიძლიათ გაზომოთ მანძილი ნებისმიერ ორ წერტილს შორის. მანძილის მაჩვენებელი გამოჩნდება საინფორმაციო [Info] პანელზე (იხ. „I“-ზე).

Mini Bridge [მინი Bridge] (Window > Mini Bridge): ეს არის დანამატი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მართოთ თქვენი გამოსახულებები უფრო ეფექტურად და მოათავსოთ ისინი ინდიზაინში უფრო მარტივად. იხილეთ მეტი ინფორმაცია, როგორ ვმართოთ გამოსახულებები მინი Bridge-ის დახმარებით.

N


Nested Styles [ჩანერგილი სტილი] (ნახავთ ჩამოსაშლელ მენიუში Application Bar > Drop Caps and Nested Styles): თვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩანერგილი სტილი [Nested Style] ტექსტში აბზაცის დასაწყისში ან გამოიყენოთ ჩანერგილი სტრიქონის სტილი [Nested Line Style] აბზაცის ერთი ან მეტი სტრიქონისთვის. ნახეთ ჩერილ გრეჰემის [Cheryl Graham] რჩევები ჩანერგილი სტილების გამოყენებაზე.

Note Tool [ინსტრუმენტი „შენიშვნა“] (Tools Panel > ქვემოთ, მეოთხე სექციაში): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი ტექსტში შენიშვნების დასატოვებლად. შენიშვნების პანელზე (დააწექით ტექსტში გამოჩენილშენიშვნის სიმბოლოს, როდესაც აქტიური იქნება ტექსტური ინსტრუმენტი [Type tool]) თქვენ შეგიძლიათ ნახოთ შენიშვნა და გააკეთოთ მასზესხვადასხვა მოქმედებები.

Numbering & Section Options [ნუმერაციისა & ნაწილის მოწყობა] (Layout > Numbering & SectionOptions): როდესაც ინდიზაინში ქმნით დიდ დოკუმენტს წიგნის დახმარებით, თქვენ ალბათ გსურთ დოკუმენტის დაყოფა ნაწილებად და თითოეული ნაწილისთვის განსაზღვროთ თავისი ნუმერაცია. გახსენით ნუმერაციისა & ნაწილების მოწყობის ფანჯარა, რომ მოახდინოთ შესაბამისი მახასიათებლების დაყენება.

O

Object [ობიექტი] (იხ. Object მთავარ მენიუში ): ობიექტი არის ნებისმიერი ელემენტი, რომელიც გვერდზეა განთავსებული და დიზაინერს შეუძლია მისი უშუალო რედაქტირება. მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს ტექსტური ბლოკი ან გამოსახულების ჩარჩო. ეწვიეთ ამ მენიუს, რომ გამოიყენოთ ეფექტები,წირის რედაქტირება, ობიექტების ჩაკეტვა/გახსნა/დაჯგუფება/განჯგუფება და სხვა.

Optical Margin Alignment [ოპტიკური სწორება] (Story Panel-ზე - Window > Type & Tables > Story): მონიშნეთ ოპტიკური სწორება რომ ოდნავ წაანაცვლოთ ტექსტური სიმბოლოები, მაგ. სასვენი ნიშნები, ტექსტური ბლოკის გარეთ და მოახდინოთ სტრიქონების ერთ ხაზზე სწორება.

Overprint [ანაბეჭდი] (View > Overprint Preview): თუ თქვენ იყენებთ დამატებით ფერებს [Spot Colors] თქვენ დოკუმენტში, სასურველია გამოიყენოთ ანაბეჭდის წინასწარი ნახვა [Overprint Preview], რომ უფრო ზუსტად ნახოთ, თქვენი ფერები (Colors, იხ. „C“-ზე) რამდენად სწორად გამოჩნდებიან ბეჭდვისას.

P

Package [შეგროვება] (File > Package...): თუ თქვენ უგზავნით ინდიზაინის დოკუმენტს სხვა პიროვნებას, გადაგაქვთ სხვა კომპიუტერზე ან უბრალოდ აწესრიგებთ საკუთარ ფაილებს, ყოველთვის გამოიყენეთ შეგროვების [Package] ფუნქცია ფაილის რედაქტირების დასრულებისთანავე. ის ერთად ათავსებს ყველა გამოსახულებას, შრიფტებს და დამატებით საინფორმაციო ფაილს ერთ საქაღალდეში.

Pages panel [გვერდების პანელი] (Window > Pages): მართეთ თქვენი დოკუმენტი გვერდების პანელის მეშვეობით. დაამატეთ, წაშალეთ ან დააკოპირეთ გვერდები პანელის ქვემოთ განთავსებული ნიშნულების გამოყენებით. გაიგეთ მეტი გვერდების ნუმერაციის შესახებ გევინ სელბის რჩევებიდან.

Page Tool [ინსტრუმენტი „გვერდი“] (Shift-P): ინსტრუმენტი გეხმარებათ ინდივიდუალურად შეცვალოთ გვერდის ზომა და მაკეტი დოკუმენტში ისე, რომ არ იმოქმედოთ სხვა გვერდებზე. გაიგეთ მეტი ამ ინსტრუმენტის შესახებ გევინსელბისგან.

Paragraph panel [აბზაცის პანელი] (Window > Type & Tables > Paragraph); დამატებითი ჩამოსაშლელი მენიუ: დააფორმატეთ აბზაცები ინდივიდუალურად ამ მენიუში მოთავსებული ფუნქციების დახმარებით; თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ სწორება, გადატანა, შეწევა, საზედაო ასო [Aligment, Hyphenation, Indentation, Drop Caps] და სხვა.

Paragraph Formatting Controls [აბზაცის ფორმატირების მართვა] (იპოვით აპლიკაციის ზოლზე): ეს აქტიურდება, როდესაც თქვენ იყენებთ ტექსტურ ინსტრუმენტს [Type Tool]. დააწექით ნიშნულს, რომელიც „A“ სიმბოლოს ქვეშ არის მოთავსებული პანელის მარცხენა მხარეს.

Paste [ჩასმა] (Edit > Paste / Paste in Place): ინტუიტიურად გასაგები, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასარგებლო ფუნქცია, როდესაც გჭირდებათ შიგთავსის განაწილება გვერდზე. აირჩიეთ ჩასმა ადგილზე [Paste in Place], თუ გსურთ შეინარჩუნოთ ობიექტის ორიგინალური პოზიცია. მოერიდეთ გამოსახულებების ჩასმას სხვა პროგრამებიდან, რადგან მათ არ ექნებათ ბმულები (იხ. „L“).

Pasteboard [სამუშაო არე] (View > Entire Pasteboard): სამუშაო არე არის მთლიანად ინდიზაინის დოკუმენტი და მის გარშემო სივრცე, სადაც შესაძლოა დაალაგოთ არასაბეჭდი შიგთავსი. გამოიყენეთ ეს სივრცე, სადაც დროებით დაალაგებთ ელემენტებს, რომლებიც შესაძლოა გამოიყენოთ არ ან გამოიყენოთ მუშაობის დროს.

Pen Tool [ინსტრუმენტი „კალამი“] (P): მისი ფუნქციები ისეთივეა, როგორიც აქვს ილუსტრატორის ინსტრუმენტს. შექმენით სასურველი ფორმა, დაამატეთ ან წაშალეთ საკვანძო წერტილები წირზე ინსტრუმენტთა პანელზე ჩამოსაშლელი მენიუს დახმარებით.

Pencil Tool [ინსტრუმენტი „ფანქარი“] (N): როგორც წინა ინსტრუმენტი, მაგრამ უფრო მოქნილი და მოსახერხებელი სხვადასხვა ფორმების შესაქმნელად. დააწექით, რომ შექმნათ წირი რამდენიმე საკვანძო წერტილით.

Place [მოთავსება] (File > Place...): თქვენ ყოველთვის უნდა შეიტანოთ გამოსახულება ინდიზაინის დოკუმენტში „მოათავსებით“ და არა გახსნით ან ჩასმით. ასეთ შემთხვევაში ფაილს ექნება ბმული (Linked, იხ. „L“-ზე). შექმენით სასურველი ზომის გამოსახულების ჩარჩო, სანამ მიმართავთ მოთავსებას.

Polygon Tool [ინსტრუმენტი „პოლიგონი“] (ინსტრუმენტთა პანელი > „მართკუთხედის“ ქვეშ ჩამოსაშლელ მენიუში): ამ ინსტრუმენტის დახმარებით შექმენით 6 გვერდიანი ფიგურა, რომელიც გამოდგება ფერისთვის ან ტექსტისთვის.

Polygon Frame Tool [ინსტრუმენტი „პოლიგონალური ჩარჩო“] (ინსტრუმენტთა პანელი > „მართკუთხაჩარჩოს“ ქვეშ ჩამოსაშლელ მენიუში): მოქმედებს, როგორც წინა აღწერილი, მაგრამ განკუთვნილია გამოსახულებების განსანთავსებლად.

Preflight [მომზადება] (Window > Output > Preflight): ინდიზაინი თქვენ მოგთხოვთ ფაილის მომზადებას მანამდე, სანამ მოახდენთ მის ექსპორტირებას ან შეგროვებას (დოკუმენტის შემოწმებას შეცდომებზე). გაიგეთ მეტი ამ ფუნქციის შესახებ.

Profiles [პროფილები] (Edit > Assign Profiles... / Convert to Profile...): აქედან თქვენ შეგიძლიათ  დოკუმენტის ფერების პროფილი (RGB ან CMYK) შეცვალოთ.

Q

Quick Apply [სწრაფი გამოყენება] (Edit > Quick Apply): გაძლევთ საშუალებას სიიდან აირჩიოთ ხშირად გამოყენებადი ფუნქციები, მაგ. ტექსტისა და ობიექტის სტილები, ცვლადი ტექსტი და ბევრი სხვა ფუნქცია.  

R

Rectangle Tool [ინსტრუმენტი „მართკუთხედი“] (M): გამოიყენეთ ეს, რომ შექმნათ ჩარჩო, რომელიც გამოდგება ფერისთვის, ეფექტებისთვის და/ან ტექსტისთვის. დააწექით Shift კლავიშს, რომ შექმნათ კვადრატი.

Rectangle Frame Tool [ინსტრუმენტი „მართკუთხედი ჩარჩო“] (F): როგორც წინა, მაგრამ გამოდგება გამოსახულებების განსათავსებელად.

Relink [ბმულის განახლება] (ბმულების პანელზე ქვემოთ [Window > Links] ან Alt კლავიშის დახმარებით ყველა დაკარგული ბმულების განახლება): ხანდახან გამოსახულებების ფაილები გადაადგილდება ან სახელი ეცვლებათ, ამიტომ ინდიზაინში მომზადების პანელზე გამოიტანს გაფრთხილებას შეცდომის არსებობაზე. გამოიყენეთ ბმულის განახლების ნიშნული ბმულების პანელზე, რომ აღადგინოთ დაკარგული ფაილები.

Revert [დაბრუნება] (File > Revert...): აბრუნებს დოკუმენტს ბოლო შენახულ პოზიციაზე. 

Rotate Spread [განშლის შემოტრიალება] (View > Rotate Spread): ცვლის გვერდის/განშლის ხედს. შესაძლოა შემოტრიალდეს 180 გრადუსით ან 90 გრადუსით საათის ისრის [CW] ან საათის ისრის საწინააღმდეგო [CCW] მიმართულებებით.

Rotate Tool [ინსტრუმენტი „შემოტრიალება“] (R): მონიშნეთ ობიექტი და შემოატრიალეთ ამ ინსტრუმენტის დახმარებით.

Rulers [საღაზავები] (View > Show Rulers): სახაზავები განთავსებულია დოკუმენტის ფანჯრის ზედა და მარცხენა მხარეს. თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ იქიდან მიმმართველები გვერდის დასაყოფად ან ობიექტებთან სამუშაოდ.

S

Scale Tool [ინსტრუმენტი „მასშტაბი“] (S): გამოიყენეთეს ინსტრუმენტი, რომ მოახდინოთ ობიექტის მასშტაბირება X ან Y ღერძების მიმართ ან ორივეზე ერთად.

Scissors Tool [ინსტრუმენტი „მაკრატელი“] (C): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ დაჭრათ ფიგურები, წირები და ჩარჩოები.

Screen Mode [ეკრანის რეჟიმი] (View > Screen Mode): თქვენ შეგიძლიათ დააწვეთ „W“ კლავიშს, რომ გადართოთ ორ რეჟიმს შორის - ნორმალური [Normal] და წინასწარი ხედი [Preview]. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იმუშაოთ ნორმალურ რეჟიმში [Normal Mode].

Selection Tool [მონიშვნის ინსტრუმენტი] (V, Escape კლავიში): გადაატარეთ მონიშვნის ინსტრუმენტი ელემენტებზე, რომ მონიშნოთ ისინი.

Separations [ფერდაშლა] (Window > Output > Separations Preview): ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტი გამოიყენეთ ფაილის დასაბეჭდად მომზადებამდე და ექსპორტირებამდე. აირჩიეთ ფერდაშლა ხედის [View] ჩამოსაშლელი მენიუდან და ნახავთ ყველა ფერს, რომელიც დოკუმენტში გამოიყენება.  აქ თქვენ შეგიძლიათ გამოყოთ დამატებითი ფერები [Spot Colors] და შეგიძლიათ ჩართოთ/გამორთოთ ცალკეული ფერები, რომ შეამოწმოთ ფერების ანაბეჭდები რამდენად კარგად გამოჩნდება.

Shear Tool [ინსტრუმენტი „წანაცვლება“] (O): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ წაანაცვლოთ ობიექტი ჰორიზონტალურად და შექმნათ 3გ (სამგანზომილებიანი) სიღრმის ილუზია.

Slug [სლაგი] (File > New Document > Bleed and Slug): სლაგი არის არე, რომელიც მდებარეობს გვერდისა და ბლიდის გარეთ.  ეს არე გამოიყენება საბეჭდი ინსტრუქციის, დამატებითი ინფორმაციის, კომენტარებისა და სხვა ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელი შემდეგ არ დაიბეჭდება.

Smooth Tool [ინსტრუმენტი „გლუვი“] (Tools Panel > ფანქრის ქვეშ ჩამოსაშლელ მენიუში): გადაატარეთ ინსტრუმენტი წირს, რომ მიიღოთ გლუვი ხაზი და წაშალოთ გამოუსადეგარი საკვანძო წერტილები.

Story (Window > Type & Tables > Story): Story პანელზე მოთავსებულია ოპტიკური სწორების [Optical Margin Alignment] მომნიშვნელი (იხ. „O“).

Stroke [კონტური] (Window > Stroke): გახსენით სტრიქონის პანელი, რომ ხაზებისა და წირების ფორმატირების მეტი საშუალება გქონდეთ. თქვენ შეგიშლიათ დააყენოთ სისქე, ტიპი და ხაზის დასაწყისისა [Start] და/ან ბოლოს [End] იერსახეც კი შეცვალოთ (როგორიცაა ისრის ბოლოები).

Styles [სტილები] (Window > Styles): თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სტილები (ფორმატირების წესები) აბზაცებისთვის, სიმბოლოებისთვის, ობიექტებისთვის, უჯრებისთვისა და ცხრილებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი მთელი დოკუმენტის მანძილზე და ეს მნიშვნელოვნად გაგიწევთ დროის ეკონომიას დოკუმენტის ფორმატირებისას. იხილეთ ჩერილ გრაჰამის [Cheryl Graham] რჩევები აბზაცის სტილების შექმნაზე.  თქვენ ასევე წაიკითხოთ მეტი სტილების გამოყენებაზე.

Swatches [ფერების ნიმუშები] (Window > Color > Swatches): ნიმუშების პანელი გაძლევთ საშუალებას შექმნათ და მოაწესრიგოთ ფერები, გრადიენტები და ტონალობები და გამოიყენოთ ისინი. უნდა აღინიშნოს, რომ ნიმუშები იქცევიან ისევე, როგორც აბზაცისა და სიმბოლოების სტილები; ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც გაუკეთებთ ნიმუშს, აისახება ყველა იმ ელემენტზე/ობიექტზე, რომელზეც ის გამოიყენება.

T

Table [ცხრილი] (იხ. „Table“ მთავარ მენიუში > Insert Table; და Window > Type and Tables > Table ცხრილის პანელის გამოსაძახებლად): თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ცხრილი მთავარი მენიუდან და შემდეგ მოახდინოთ მისი პარამეტრების ფორმატირება, როგორიცაა სვეტების/სტრიქონების რაოდენობა, უჯრების სიმაღლე/სიგანე და დააყენოთ მახასიათებლები ცხრილის პანელის გამოყენებით. შემდეგში ეს დაფორმატება შეგიძლიათ შეინახოთ უჯრისა და ცხრილის სტილების სახით (Window > Styles > Cell Styles / Table Styles).

Text Threads [ტექსტური კავშირები] (View > Extras > Show Text Threads): ტექსტური კავშირები გამოაჩენსკავშირებს ტექსტურ ბლოკებს შორის. თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ ტექსტური ბლოკები ერთმანეთთან თუ დააწვებით ბლოკის მარჯვენა ქვედა კუთხეში და შემდეგ დააწვებით მეორე ტექსტურ ბლოკს.  იხილეთ გევინ სელბის [Gavin Selby] რჩევები ამ თემაზე.

Text Wrap [ტექსტის შემოტარება] (Window > Text Wrap): თქვენ შეგიძლიათ შემოატაროთ ტექსტი ობიექტს ტექსტის შემოტარების პანელის დახმარებით. იხილეთ მარტინ პერჰინიაკის [Martin Perhiniak] სასარგებლო გაკვეთილი ტექსტის შემოტარებაზე.

Tracking [ინტერვალი] (იგულისმება ინტერვალი სიმბოლოებს შორის; ტექსტის ფორმატირების სამართავ პანელზე): ტრეკინგი ამცირებს ან ზრდის მანძილს სიმბოლოებს შორის მთლიანად ტექსტურ ბლოკში.

Transform [ტრანსფორმაცია] (Object > Transform ან Cmd-დაწკაპუნება [Mac] / მაუსის მარჯვენაღილაკი [PC] > Transform): ტრანსფორმაციის ფუნქციები გაძლევთ ცოტა მეტთავისუფლებას ობიექტის პოზიციის დაიერსახის შეცვლაზე. თქვენ შეგიძლიათ შემოატრიალოთ, შემოაბრუნოთ, გადაადგილოთ, შეუცვალოთ მასშტაბი ან წაანაცვლოთ ობიექტი.

Type Tool [ინსტრუმენტი „ტექსტი“] (T): გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი, რომ შექმნათ ტექსტური ბლოკი (დააწვებით და მოხაზავთ) მასში ტექსტის ჩასასმელად ან დააწკაპუნეთ უკვე არსებულ ჩარჩოზე ან ფიგურაზე, რომ მოხდეს მისი გადაქცევა ტექსტურ ბლოკად.

Type on a Path Tool [ინსტრუმენტი „ტექსტი წირზე“] (Shift-T): ინსტრუმენტი გაძლევთ საშუალებას ტექსტი განათავსოთ წირზე ან ობიექტზე. უბრალოდ მიიტანეთ კურსორი იმ ადგილას, საიდანაც გინდათ, რომ ტექსტი დაიწყოს და დააწექით ერთხელ.

U

Units & Increments [ერთეულები & დამატებები] (InDesign > Preferences > Units & Increments...): აქ შეგიძლიათ დააყენოთ საზომი ერთეულები. მილიმეტრები მიღებული სტანდარტია ბეჭდვითი წარმოებისთვის, მაგრამ პიქსელები მიღებულია ვებ/ციფრული დიზაინისთვის.  აირჩიეთ დოკუმენტის დანიშნულება (Intent, იხ. „I“-ზე) მანამ, სანამ დაიწყებთ ნებისმიერი სახის მუშაობას.

V

Variables [ცვლადები] (Type > Text Variables): ტექსტური ცვლადების ფანჯარაში თქვენ ნახავთ რამდენიმე გამზადებულ ტექსტურ ცვლადს, რომელიც შეგიძლიათ ჩასვათ დოკუმენტში. ცვლადები იცვლებიან კონტექსტის შესაბამისად, როგორიცაა ნაწილის ნომერი ან გვერდის ნომერი. აქ შეგიძლიათ ასევე ცვლადების რედაქტირება ან შექმნათ ახალი.

W

Workspace [სამუშაო სივრცე] (Window > Workspace), ნახავთ აპლიკაციის ზოლის ზემოთ, მარჯვენა მხარეს: სამუშაო სივრცე განსაზღვრავს ინდიზაინის პანელების გამოჩენას ეკრანზე. Essentials არის ნაგულისხმევი სამუშაო სივრცე და ცვლილებების შემდეგ შესაძლებელია მისი დაბრუნება (Reset) საწყისზე ჩამოსაშლელი მენიუდან. სამომავლო თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი სამუშაო სივრცე თუ ჩამოსაშლელ მენიუში აირჩევთ ახალ სამუშაო სივრცეს (New Workspace...).

X

XML (File > Import XML...): XML (Extensible Markup Language - განშლადი მარკირების ენა) მუშაობს როგორც გარდაქმნის ტიპის ინსტრუმენტი მონაცემებისთვის. ინდიზაინი მუშაობს XML ტიპის ფაილებთან და თქვენც შეგიძლიათ დანიშნოთ შიგთავსი, შემდეგ კი შეინახოთ და გაიტანოთ როგორც XML ფაილი სხვა პროგრამაში გამოსაყენებლად.  გადადით სტრუქტურის პანელზე (View > Structure), რომ ნახოთ იმპორტირებული XML მონაცემები.

Z

Zoom Tool [ინსტრუმენტი „გადიდება“] (Z) / Manual Zoom [ხელით გადიდება] - გადიდების ცხელი კლავიში ნამდვილად სასარგებლო ინსტრუმენტია გვერდზე ან განშლაზე ნავიგაციისთვის და უნდა გახდეს განუყოფელი ინსტრუმენტი ყოველთვის, როდესაც თქვენ გადაწყვეტთ ინდიზაინში მუშაობას.

Advertisement
Advertisement
Looking for something to help kick start your next project?
Envato Market has a range of items for sale to help get you started.