Advertisement
  1. Design & Illustration
  2. Print Design
Design

შეფუთვის დიზაინი: გრანჟ-ეფექტი CD-ის ჩასადებისთვის

by
Difficulty:BeginnerLength:LongLanguages:

Georgian (ქართული) translation by Giorgi Kevlishvili (you can also view the original English article)

Final product image
What You'll Be Creating

გარეკანის დიზაინი შეიძლება ბევრ ახალბედა დიზაინერს აფრთხობდეს.  ვიზუალური მხარე - თუ როგორ შეიძლება რაიმე წარმოჩნდეს, ფუნქციონირება, ასევე ობიექტი 3D-ში - ბრტყელ ობიექტებთან მომუშავე დიზაინერს თავდაპირველად რთულად მოეჩვენება, მით უმეტეს, რომ სახლში გავრცელებული საბეჭდი აღჭურვილობა არ აქვს.  პატარა საგნის, მაგალითად ჩასაკეცი სახურავის მქონე CD-ის კონვერტის დიზაინის შექმნა შეფუთვის დიზაინის ფართო გზაზე პირველი დიდი ნაბიჯი შეიძლება გახდეს.  ინდიზაინი საამისოდ სრულყოფილი პროგრამაა, რადგან მუშაობის პროცესში იოლად შეგიძლიათ ცვალოთ თქვენთვის სასურველი პარამეტრები.

ქვემოთ მოცემულ გაკვეთილში ჩვენ შევქმნით CD-ის კონვერტის საბაზისო ნიმუშს ინდიზაინის გამოყენებით. ცოტა ილუსტრატორს გამოვიყენებთ (იულია სოკოლოვას რამდენიმე საინტერესო ვექტორული მონახაზის დახმარებით).  დასრულებული ნიმუში შეგიძლიათ შინ დაბეჭდოთ და საბოლოო ფორმა მისცეთ კიდეც, თუ A3 პრინტერი, რამდენიმე ბარათი, ქაღალდის საჭრელი დანა და წებო გაქვთ.  ნიმუში დამზადებულია იმგვარად, რომ ერთ A3 ფურცელს იკავებს, თუმცა შეგიძლიათ 2 ცალი A4 ფურცელი გამოიყენოთ და შემდეგ შეაწებოთ ისინი, რის შემდეგაც ამობეჭდავთ A3 ფურცლისთვის განკუთვნილ ნამუშევარს.  ასეთი ფოკუსიც შეგიძლიათ ჩაატაროთ.

როცა 3D პროდუქტის დიზაინის შექმნისას იყენებთ სიბრტყით, 2D ნიმუშს, არ დაგავიწყდეთ, წარმოიდგინოთ, როგორ გამოჩნდება ის სხვადასხვა კუთხიდან.  ჩასადების უკანა მხარე ისევე კარგი შესახედი იქნება, როგორიც წინა?  გამოჩნდება დეტალები კონვერტის ორივე მხარეს ისე, რომ ეს კონკრეტული ჩასადები CD-ების გროვაში იოლად საცნობი იყოს?  როგორ წაიკითხება ტექსტი, როცა ამობეჭდილ ნიმუშს დავკეცავთ და დავაწებებთ?  ექნება კონვერტს შიგნით დამატებითი ფერი ან ნახატი?  – ყოველთვის გახსოვდეთ ეს კითხვები და შეცდომებისგან დაზღვეულნი იქნებით!

1. შექმენით ახალი დოკუმენტი ინდიზაინში

ნაბიჯი 1

გახსენით InDesign, აირჩიეთ File > New Document.  ახალი დოკუმენტის ფანჯარაში დააყენეთ: Intent - Print, გვერდების რაოდენობად - 2, განიშნეთ Facing Pages.

Page Size-ის მენიუში აირჩიეთ „A3“, ორიენტაცია კი დააყენეთ Landscape

მინდვრები [Margins] დატოვეთ ნაგულისხმევი, ბლიდები დააყენეთ 0 mm -ზე ყველა მხრიდან.  დააწექით OK.

დოკუმენტის პირველი გვერდი ჩასადების გარეთა მხარე იქნება, ხოლო მეორე გვერდი - შიდა მხარე.

2. ფენები დაყავით ნიმუშისთვის და გაფორმებისთვის

ნაბიჯი 1

მნიშვნელოვანია, CD-ს ჩასადების ნიმუშისა და მისი გაფორმების ფენები ცალ-ცალკე იყოს.  ეს საშუალებას მოგცემთ, ადვილად შეიტანოთ ცვლილებები გაფორმებაში და არ დაარღვიოთ ჩასადების ნიმუშის გეომეტრიული ფორმა.

გახსენით ფენების პანელი მენიუდან Window > Layers. ორმაგი დაწკაპუნებით მონიშნეთ ფენის ნაგულისხმევი სახელი „Layer 1“ და დაარქვით „Notes“.  ამის შემდეგ ჩაკეტეთ ფენა სახელის მარცხნივ მოცემულ პატარა კვადრატზე დაწკაპუნებით.

ნაბიჯი 2

დააწკაპუნეთ პანელის ქვემოთ მარჯვნივ მდებარე Create New Layer-ის ღილაკს და ორჯერ დააწკაპუნეთ ფენის ნაგულისხმევ სახელს - „Layer 2“.  გადაარქვით და უწოდეთ „Template“.  ამის შემდეგ ჩაკეტეთ ეს ფენა.

ნაბიჯი 3

გაიმეორეთ მეორე ნაბიჯის პროცესი „Notes“-ისა და „Template“-ის ზემოდან ორი დამატებითი ფენის შესაქმნელად.  უწოდეთ მათ „Artwork“ და „Text“.

ჩაკეტეთ ეს ორი ახალი ფენა, დაუბრუნდით და განბლოკეთ „Notes“-ს ფენა.

მუშაობის გასაადვილებლად გვერდებს ზედა მარცხენა კუთხეში ინსტრუმენტ „ტექსტის“ (T) გამოყენებით მიაწერეთ განმარტება:  პირველ გვერდს - „გარეკანი“, მეორე გვერდს კი - „შიდა მხარე“.

3. გაზომეთ ნიმუში

ჩასადების შექმნა მონახაზის მიხედვით სახუმარო საქმე არაა.  ყოველთვის დაათვალიერეთ ესა თუ ის გარეკანი, რომლის მსგავსის შექმნასაც აპირებთ და გაშალეთ ისე, რომ ერთი სიბრტყე მიიღოთ.  შემდეგ აიღეთ სახაზავი და გაზომეთ.  ხანდახან ჩასადების უმარტივესი დიზაინი ბევრად მოსახერხებელია - ეს არაერთი წარმატებული მუსიკალური ალბომის გარეკანების დათვალიერების შედეგად დავასკვენი. მათი გარეკანის მოხაზულობა ემთხვევა იმას რომლის შექმნასაც თავად ვაპირებთ.  რასაკვირველია, ჩვენ გვსურს, CD-ის ან სხვა პროდუქტის შეფუთვა მოსახერხებელი და უსაფრთხო იყოს - ისეთი, როგორშიც პროდუქტი არ დაზიანდება, მყარად იდება და ამასთანავე, ნივთის ამოღება-ჩადება არ იქნება ძნელი.

ამ ნიმუშისთვის ჩვენ ვიყენებთ სტანდარტული, 120 მმ-იანი დიამეტრის მქონე CD-ის ფორმატს.  აუცილებელია, დავტოვოთ მცირეოდენი სივრცე დისკის კონვერტში იოლად ჩასადებად და ამოსაღებად.  გარდა ამისა, ჩასადებს უნდა დავუტოვოთ პატარა სივრცე დისკის დამატებითი ბროშურის ან ლიფლეტისთვის. ნიმუშში, რომელსაც ვამზადებთ, გვესაჭიროება დამატებითი 3 მმ CD-ის ყველა მხრიდან.

ნაბიჯი 1

გადადით დოკუმენტის პირველ გვერდზე. ფენების პანელზე ჩაკეტეთ ფენა „Notes“ და გახსენით „Template“.  თუ სახაზავები არ ჩანს, გამოაჩინეთ View > Rulers-ის დახმარებით. 

მარცხნიდან გამოიტანეთ ვერტიკალური მიმმართველი 120 მმ-ზე. მეორედაც გამოიტანეთ ვერტიკალური მიმმართველი, ამჯერად 246 მმ-ზე.

ზემოდან ჩამოიტანეთ ჰორიზონტალური მიმმართველი 86 მმ-ზე.  მეორე მიმმართველი დააყენეთ 212 მმ-ზე.

ამ მოქმედებების შედეგად მიიღებთ 126 მმ ზომის კვადრატს. მიმმართველებს შორის მოთავსებული ეს კვადრატი კონვერტის ცენტრალური ნაწილი იქნება. გადაატარეთ მაუსი მთლიან გვერდს, რათა მონიშნოთ ყველა ხაზი და Edit > Copy. გადადით მეორე გვერდზე და Edit > Paste in Place-ის საშუალებით ჩასვით.

ნაბიჯი 2

კონვერტს ასევე შეგვიძლია დავუმატოთ დამატებითი გადასაკეცი სივრცე, რათა შიგნით დისკის თავისუფალი მოძრაობა იყოს შესაძლებელი; გარდა ამისა, უნდა გამოვყოთ არე ტექსტისთვის (რომელიც CD-ის გარეკანის გადმოსაკეცზე არის გათვალისწინებული).

დაუბრუნდით პირველ გვერდს. გამოიტანეთ მიმმართველი მარცხნიდან და დააყენეთ 250 მმ-ზე.  მეორე ვერტიკალური მიმმართველი დააყენეთ 116 მმ-ზე.  შემდეგ ჰორიზონტალური მიმმართველი - 82 მმ-ზე და კიდევ ერთი მიმმართველი - 216 მმ-ზე.

4. შექმენით ნიმუში

ახლა, როცა სამუშაო სივრცეზე ძირითადი მაჩვენებლები მონიშნულია, შეგძლიათ დაიწყოთ ნიმუშზე მუშაობა.  ჩასაკეცი ხაზები მონიშნული იქნება წყვეტილი ხაზით, ხოლო გამოსაჭრელები - სრული ხაზით.

ნაბიჯი 1

გადადით „Template“ ფენაზე, „მართკუთხედის“ (M) დახმარებით მოხაზეთ 126 მმ-ის სიგანის  მქონე კვადრატი (დახაზვისას გეჭიროთ Shift კლავიშზე).  ხაზის ფერი აირჩიეთ შავი [Black], აირჩიეთ წყვეტილი ხაზი სისქით 0.5 მმ. ამ მონაცემების დაყენება ზედა კონტროლ პანელიდანაც შეგიძლიათ და ხაზების პანელიდანაც (Window > Stroke)

ეს კვადრატი მიმმართველებს შორის განათავსეთ.

ნაბიჯი 2

დაუბრუნდით დამხმარე ხაზებს.  გამოსწიეთ და დააყენეთ ვერტიკალური მიმმართველი 376 მმ-ზე.  ამით თქვენ შექმნით 4 მმ-იან კეცვის ზოლს, პლუს დამატებით 126 მმ-ს CD-ის ჩასადების სრული კონსტრუქციის მისაღებად.

ინსტრუმენტ „ხაზის“ (\) გამოყენებით (გეჭიროთ Shift კლავიშზე), წყვეტილხაზებიანი კვადრატის ზედა მარჯვენა კუთხიდან ახალი საზომი ხაზების მიმართულებით გაავლეთ 130 მმ-ის სიგრძის ჰორიზონტალური ხაზი.  აღნიშნული ხაზი გააფერადეთ (C=0, M=100, Y=0, K=0), რათა წყვეტილხაზებიანი კვადრატისგან მისი გარჩევა გაგიიოლდეთ.  წითელ ხაზს მიეცით სისქე 0.35 მმ.

მონიშნეთ აღნიშნული ხაზი და Edit > Copy.  დააკოპირეთ ხაზი ქვემოთ - წყვეტილხაზებიანი კვადრატის ქვედა გვერდის გაყოლებაზე. 

მონიშნული ხაზი ხელმეორედ დააკოპირეთ: Edit > Copy > Paste.  შემდეგ გამოიძახეთ Object > Transform > Rotate 90° CW. შეამცირეთ ხაზის სიგრძე 126 მმ-მდე და ჩასვით ორ პარალელურ ჰორიზონტალურ წითელ ხაზს შორის. ამრიგად მიიღებთ მეორე კვადრატს.

ნაბიჯი 3

აირჩიეთ ინსტრუმენტი „ელიფსი“ (L)Shift კლავიშზე დაჭერით შექმენით 23 მმ დიამეტრის წრე.  მიანიჭეთ ფერი C=0, M=100, Y=0, K=0 და სისქე 0.35 მმ.  აღნიშნული წრე მოათავსეთ მარჯვენა ხაზის ცენტრში, 376 მმ-იან მიმმართველზე.

ნაბიჯი 4

მაკრატლის“ ინსტრუმენტის (C) გამოყენებით გაყავით წრის ზედა და ქვედა მხარე ისე, რომ წრის დიამეტრის ხაზი გარეთა მარჯვენა ხაზს ემთხვეოდეს.  წრის მეორე მხარე წაშალეთ.

კვლავ აიღეთ მაკრატლის ხელსაწყო (C) და ვერტიკალური ხაზი გაჭერით ზემოთ და ქვემოთ იმ ადგილებში, სადაც მას ნახევარრკალი უერთდება.  წაშალეთ მიღებული ხაზის ნაჭერი. 

ნაბიჯი 5

ინსტრუმენტ „ხაზის“ (\) გამოყენებით დახაზეთ 25 მმ-იანი ვერტიკალური ხაზი.  მიანიჭეთ ფერი C=0, M=100, Y=0, K=0 და სისქე 0.6 მმ.  განათავსეთ ის პოზიციაზე X - 313 მმ და Y - 136 მმ.

ნაბიჯი 6

მარცხენა სახაზავიდან გამოიტანეთ ახალი მიმმართველი 53 მმ-ზე.

მონიშნეთ მარჯვნივ შექმნილი საჭრელი ხაზები, გარდა იმ პატარა ხაზისა, რომელიც მე-5 ნაბიჯზე დახაზეთ, Edit > Copy, შემდეგ Edit > Paste in Place. გამოიძახეთ Object > Transform > Flip Horizontal.

„თავისუფალი ტრანსფორმაციის“ ინსტრუმენტის (E) დახმარებით გადაიტანეთ დაკოპირებული ხაზები მარცხნივ, ძირითადი კვადრატიდან მარცხნივ  და მიაბჯინეთ 53 მმ განთავსებულ მიმმართველს.

ზედა და ქვედა ხაზების სიგრძე შეამცირეთ 67 მმ-მდე, წყვეტილხაზებიანი კვადრატის ნაპირებამდე.

ნაბიჯი 7

ახლა შექმენით გადასაკეც არეებს, რომლებიც სამომავლოდ შეწებდება.  ეს იქნება 16 მმ-ის სიგანის არე, რომელიც საკმარისი იქნება გარეკანის გვერდების მყარად შესაწებებლად.

ზედა სახაზავიდან ჩამოიტანეთ ჰორიზონტალური მიმმართველი და დააყენეთ 66 მმ-ზე.  „ხაზის“ ინსტრუმენტის (\) და Shift კლავიშის დახმარებით დახაზეთ 114 მმ-ის სიგრძის ჰორიზონტალური ხაზი.  მიეცით წინა ნაბიჯზე შესრულებული ხაზების ანალოგიური ფერი და ზომა.

განათავსეთ ხაზი 66 მმ მდებარე მიმმართველზე და კვადრატს ცენტრზე გაუსწორეთ.  „ხაზის“ (\) დახმარებით შეაერთეთ მისი ნაპირები კვადრატის კუთხეებთან.

გარდა ამისა, თუ მონიშნავთ ამ ხაზებს, შემდეგ Object > Paths > Join დაგეხმარებათ შექმნათ ადვილად მართვადი ხაზების ჯგუფი.

ნაბიჯი 8

მონიშნეთ ზემოთ შექმნილი სამივე ხაზი, Edit > Copy > Paste.  გამოიძახეთ Object > Transform > Flip Vertical.  ამრიგად, ხაზები ამოატრიალეთ და განალაგეთ ნიმუშის ქვედა გვერდთან.

ნაბიჯი 9

გადაინაცვლეთ ნიმუშის მარცხენა კიდესთან.  აირჩიეთ ნახევარწრე, შემდეგ Object > Transform > Flip Horizontal.  მონიშნული ნახევარწრე მოათავსეთ უკიდურეს მარცხენა ხაზის შუაში.

ნაბიჯი 10

ნიმუშის მონახაზის საბოლოო დეტალისთვის „ხაზის“ (\) გამოყენებით შექმენით ჩაკეცვის ხაზები. ეს ხაზები უბრალოდ განალაგეთ უკვე შექმნილ მიმმართველებზე კვადრატის გარშემო, ოთხივე მხარეს.  მათი მოხაზვისას დააჭირეთ Shift-ს, მიანიჭეთ შავი ფერი [Black], ტიპი - წყვეტილი და სისქე 0.5 მმ.

ნაბიჯი 11

გადაინაცვლეთ დოკუმენტის მეორე გვერდზე (Window > Pages).

თავდაპირველად ჩვენ გადმოვიტანეთ დამხმარე ხაზები. დატოვეთ ისინი თავიანთ ადგილზე. Edit > Copy > Paste in Place-ის საშუალებით პირველი გვერდიდან მეორეზე გადმოიტანეთ მთლიანი ნიმუში, თუ დისკის ჩასადების გარე პრინტერზე გაშვებას გეგმავთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კონვერტის სახლში ამობეჭდვას აპირებთ და გსურთ ნამუშევრის 1 ფურცელზე ორმხრივად ამობეჭდვა, დაგჭირდებათ ფუნქცია Flip (შეტრიალება), რათა ნიმუში შესაბამისად შეატრიალოთ.  მეორე გვერდზე მარცხენა სახაზავიდან გამოსწიეთ ვერტიკალური მიმმართველი და დააყენეთ 53 მმ-ზე.  ორი ცენტრალური ხაზი, რომლებიც თავდაპირველ ეტაპზე მიმმართველების გადმოტანიდან დარჩა, შეგიძლიათ წაშალოთ.  ჰორიზონტალურ ხაზებს ნუ შეეხებით.

დაბრუნდით პირველ გვერდზე და მონიშნეთ მთლიანი ნიმუში მაუსის მთელ გვერდზე დიაგონალურად გადატარებით.  გამოიძახეთ Edit > Copy, გადაინაცვლეთ მეორე გვერდზე და Edit > Paste in Place.  შემდეგ Objcet > Transform > Flip Horizontal; შემობრუნებული ნიმუში მიაბჯინეთ 53 მმ-იანი ხაზს.

5. ამობეჭდეთ ნიმუშის მაკეტი სახლში

სანამ ნიმუშს რაიმე ნახატს ან ტექსტს დაადებდეთ, ამობეჭდეთ მისი მაკეტის ასლი თქვენს პრინტერზე.  როგორი ზომის ქაღალდი გაგაჩნიათ, არ აქვს მნიშვნელობა - შეგიძლიათ გამოიყენოთ „A3“ ორმხრივად ან 2 ან მეტი შეწებებული „A4“ ფურცელი.  ამ ეტაპზე სილამაზეს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მთავარია, თქვენი ნიმუშის ზომები და ჭრის/კეცვის ადგილები რეალობას შეესაბამებოდეს.

ეს ასევე დაგეხმარებათ წარმოიდგინოთ, საბოლოო დიზაინში ვიზუალურად როგორ იქნება განლაგებული ნახატი და ტექსტი.  ქვემოთ მოტანილია სახლის A4 პრინტერზე ამობეჭდილი, შემდეგ სათანადოდ გადაკეცილი და სტეპლერებით შეკრული კონვერტის შავი ვარიანტი.

6. დაადეთ გრანჟული სტილის სურათი კონვერტის ნიმუშს

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ თქვენი კონვერტი ზომებში ჯდება, შეგიძლიათ დაიწყოთ გარეკანის გაფორმება დაიწყოთ.  ამ გაკვეთილში ჩვენ CD- დისკის წინა მხრის გასაფორმებლად გამოვიყენებთ იულია სოკოლოვას მხატვრულ ნამუშევარს.  ნახეთ გაკვეთილი ან ილუსტრატორში შექმენით საკუთარი დიზაინი, შემდეგ კი დაბრუნდით და განაგრძეთ CD-ის გარე ყდის დამუშავება.

ნაბიჯი 1

ილუსტრატორში გახსენით ვექტორული ნახატი.  დარწმუნდით, რომ ნებისმიერი სანიმუშო ხაზები (ჭრის ხაზები, კეცვის ხაზები და სხვა) არ ჩანს შესაბამისი ფენების გამორთვის შემთხვევაში.

გახსენით File > Save As და ფაილს დაარქვით სახელი „Artwork for Front“.  ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ Illustrator EPSEPS-ის პარამეტრების ფანჯარაში Transparency Preset-ის ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ High Resolution  და დააჭირეთ OK-ს.

ნაბიჯი 2

დაუბრუნდით ინდიზაინს.  გადადით ფენების პანელზე (Windows > Layers) და ჩაკეტეთ „Template“ ფენა.  განბლოკეთ „Artwork“-ის ფენა.

გადადით დოკუმენტის პირველ გვერდზეFile > Place და აირჩიეთ ვექტორული ნამუშევრის EPS ფაილი.  დააჭირეთ Open.  ფაილი განთავსდება თავისი რეალური ზომით.

საჭირო იქნება მისი რამდენადმე დაპატარავება (ჩარჩოს შიგნით ორჯერ დაწკაპუნებით მონიშნეთ ნახატი და გამოიყენეთ Shift კლავიში პროპორციების შესანარჩუნებლად), რომ მოარგოთ ნიმუშის საზღვრებს. 

ფენების პანელზე მოკიდეთ „Template“ ფენას  და გადაიტანეთ „Artwork“-ის ფენის ზემოთ; ამრიგად ჭრისა და კეცვის ხაზები ხილული გახდება.  ნუ იღელვებთ, თუ ნახატის ნაწილი ჭრის ხაზის „საზღვრებს“ გასცდება, ამობეჭდვისა და გამოჭრის შემდეგ ზედმეტი შტრიხები მოშორდება.

7. მიეცით ფერი (გააფერადეთ) შესაფუთს

ვექტორის დიზაინის გათვალისწინებით, კონვერტის შიდა მხარის გასაფერადებლად გამოვიყენოთ ლურჯი ფერის ფონი.

ნაბიჯი 1

გადადით დოკუმენტის პირველ გვერდზე, ინსტრუმენტთა პანელიდან აირჩიეთ „პიპეტი“ (I) და მიიტანეთ სპილოს ვექტორულ გამოსახულებასთან.  დააწკაპუნეთ ერთხელ და აიღეთ ლურჯი RGB ფერი ნახატიდან.  ინსტრუმენტთა პანელის ქვედა ნაწილში ხაზის აღმნიშვნელ  კვადრატს ორჯერ დააწკაპუნეთ, რათა გამოიძახოთ ფერების პალიტრა.

ერთხელ ჩააწკაპუნეთ C, M, Y და K-ის აღმნიშვნელ ბოქსებში და აირჩიეთ Add CMYK swatch (ფერის დამატება CMYK ნიმუშებში).  დააჭირეთ OK.

ნაბიჯი 2

გადაინაცვლეთ დოკუმენტის მეორე გვერდზე და გადაატარეთ მაუსი მთელ ნახატს იმგვარად, რომ აირჩიოთ მხოლოდ ჭრის და არა კეცვის ხაზები.  Edit > Copy.

დაბრუნდით Illustrator-ში და აირჩიეთ File > New DocumentEdit > Paste.

მონიშნეთ ობიექტი, ფენების პანელზე დააწექით ღილაკს Release Clipping Mask. ამგვარად დაგრჩებათ მხოლოდ ხაზები.  მონიშნეთ ისინი, შემდეგ Object > Path > Join.  ახლად შეერთებული ფორმა მონიშნეთ. Edit > Copy.

დაბრუნდით ინდიზაინის დოკუმენტის მეორე გვერდზე.  ჩასვით (Edit > Paste) ფორმა „Artwork“-ის ფენაზე.  დაამთხვიეთ ნახაზი ნიმუშს. 

ხაზის ფერისთვის აირჩიეთ [none], ხოლო Fill Color დააყენეთ თქვენი ახალი ლურჯი ფერი.  ამ შემთხვევაში: C=93, M=58, Y=18, K=2.

8. განათავსეთ ტექსტი გარეკანის დიზაინზე

ნაბიჯი 1

CD-ის ჩასადების დიზაინისთვის ავირჩიოთ ორი სახის შრიფტი.  ორივე შრიფტი სასურველია იყოს გრანჟული სტილის, თანამედროვე და შესაბამისობაში მოდიოდეს ვექტორულ ნახატთან.  მე შევარჩიე მარტივი მოხაზულობის და გრაფიკული Tracks Type და გრანჟული Destroy.

ნაბიჯი 2

გადადით ინდიზაინის დოკუმენტის პირველ გვერდზეჩაკეტეთ „Artwork“ ფენა და განბლოკეთ „Text“ ფენა.

აირჩიეთ ტექსტის ხელსაწყო (T) და მოხაზეთ 9 მმ სიმაღლისა და 110 მმ სიგანის ტექსტური ბლოკი განათავსეთ სპილოს ნახატის ქვედა მხარეს, წყვეტილხაზებიანი კვადრატის მახლობლად, ისე, რომ კეცვის ხაზებსა და ტექსტურ ჩარჩოს შორის მანძილი მინიმუმ 3.5 მმ იყოს.

აკრიფეთ ტექსტი: „Album Name“ და მიანიჭეთ ფონტი - Tracks Type Regular. სიმბოლოს ფორმატირების პანელზე დააყენეთ შრიფტის ზომა 30pt, ინტერვალი - 30, აირჩიეთ ახალი ფერი CMYK ნიმუშებიდან (Window > Swatches > New Swatch) C=71, M=0, Y=7, K=0, სწორება - მარცხნივ.

ნაბიჯი 3

კვლავ გამოიყენეთ ტექსტის ხელსაწყო და შექმენით მეორე ტექსტური ბლოკი სიგანით 30 მმ და სიმაღლით 15 მმ.  აკრიფეთ მასში ტექსტი „Artist Name“, ფონტი დააყენეთ Destroy Regularზომა - 22pt, სტრიქონებს შორის მანძილი - 30pt , ინტერვალი - 30, სწორება მარცხნივ. წარწერის ფერი აიღეთ სპილოს ხორთუმის მუქი ლურჯი ნაწილიდან (C=100, M=87, Y=33, K=23).

განათავსეთ ეს ბოქსი სპილოს თავის ქვემოთ, მარცხნივ, ზუსტად Album Name-ის ზემოთ.

ნაბიჯი 4

შექმენით მესამე ტექსტური ბლოკი პირველ გვერდზე. სიმაღლით 29 მმ და სიგანით - 50 მმ.  განათავსეთ ნიმუშის მარჯვენა ნახევარში, ქვედა მარცხენა კუთხეში, უფრო კონკრეტულად - კეცვის წყვეტილი ხაზებიდან ოდნავ მოშორებით.

ამჯერად ჩამოწერეთ კომპოზიციების სახელები.  გამოიყენეთ ფონტი Tracks Type Regular, ზომა - 10pt, სტრიქონებს შორის დაშორება - 12pt, ინტერვალი - 30, სწორება - მარცხნივ და ფერი კვლავ აიღეთ ნახატიდან: C=71, M=0, Y=7, K=0 და C=93, M=58, Y=18, K=2.

ნაბიჯი 5

ტექსტი ყუაზეც შეგიძლიათ განათავსოთ, როგორც ქვემოთ მოცემულ პოზიციაზეა.  დახაზეთ ტექსტური ბლოკი, მონიშნეთ და შეაბრუნეთ 90 გრადუსით (Transform > Rotate 90 degrees CW).

აირჩიეთ ფონტის ზომა 7pt, ინტერვალი 30, სწორება - ცენტრში. გამოიყენეთ ორივე შრიფტი - Destroy და Tracks Type. ფერიც ორი სხვადასხვა: ისეთივე ვარიაციით, როგორითაც Artist Name და Album Name.

დაამატეთ ჩრდილი იმავე ფერის, როგორც მე-3 ნაბიჯზე და დააყენეთ გამჭვირვალობა 100% წარწერის დამატებითი სიმკვეთრისთვის.

ნაბიჯი 6

ჩასადების დიზაინი მზადაა - მართლაც მშვენიერი გამოვიდა!  დაბეჭდვამდე გადაიტანეთ „Template“ ფენა „Artwork“-ის ფენის ქვეშ, რათა შეამციროთ კეცვისა და ჭრის ხაზების სიმკვეთრე ამობეჭდილ პროდუქტზე.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გაზარდოთ კეცვის ხაზების სიგრძე ჭრის ხაზების გარშემო, რათა თვალნათლივ ჩანდეს, ზუსტად სად უნდა ჩაკეცოთ ქაღალდი, რომ საბოლოო ნამუშევარზე არ გამოჩნდეს წყვეტილი ხაზები.

ახლა კი შეგიძლიათ ნამუშევარი სახლში, A3, 350-გრამიან ფურცელზე ამობეჭდოთ, ან კიდევ გაიტანოთ ფაილი PDF-ად (File > Export > Adobe PDF (Print)) და დაბეჭდოთ ნამუშევარი პროფესიონალურ პრინტერზე.

და ბოლოს, წინასწარ გადაამოწმეთ მბეჭდავთან, თუ როგორ გამოჩნდება პდფ ფაილში მოცემული ჭრისა და კეცვის ხაზები (ფერი და სისქე) ამონაბეჭდზე.

დავალება შესრულებულია

კარგი ნამუშევარია!  გრანჟ-სტილის CD-ის ჩასადები დასაბეჭდად მზადაა. შესანიშნავად გამოიყურება!

ვიმედოვნებთ, ამ გაკვეთილის წარმატებით ათვისება სტიმულს და შთაგონებას მოგცემთ, თავად გააკეთოთ ინდიზაინში სხვაგვარი შეფუთვის ნიმუშები.  მაგალითად, დასაწყისისთვის გააკეთეთ ორიგამისებური ფორმისა და სტილის ნიმუშები.  ან რატომ არ უნდა სცადოთ ლუდის ბოთლების ჩასაწყობი ან სუნამოს ყუთის დიზაინი?!  ან პასპორტის ან რვეულზე გადასაკრავი მარტივი ყდის დამზადებაზე რას იტყვით?  გაუზიარეთ თქვენი იდეები Tuts+ -ის საზოგადოებას ქვემოთ, კომენტარების ველში.

Advertisement
Advertisement
Looking for something to help kick start your next project?
Envato Market has a range of items for sale to help get you started.