Unlimited PS Actions, graphics, videos & courses! Unlimited asset downloads! From $16.50/m
Advertisement
  1. Design & Illustration
  2. Vintage
Design

როგორ შევქმნათ რეტრო სტილის სამზარეულოს ილუსტრაცია ადობე ილუსტრატორში

by
Difficulty:BeginnerLength:MediumLanguages:

Georgian (ქართული) translation by George Kerdzaia (you can also view the original English article)

Final product image
What You'll Be Creating

მე მიყვარს რეტრო სტილი და როგორც ჩანს, იგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამიტომ გადავწყვიტე დამეხატა რეტრო სამზარეულო. რა თქმა უნდა თქვენც გაგიზიარებთ მუშაობის პროცესს!

არ ინერვიულოთ, ამის გასაკეთებლად არაა აუცილებელი პროფესიონალი იყოთ. ჩვენ გამოვიყენებთ მარტივ ფორმებს და რამდენიმე ეფექტს. ალბათ გაოცდებით, როდესაც ნახავთ თუ რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი უბრალო ოთხკუთხედებითა და ელიპსებით.

მეტი რეტრო ილუსტრაციის ინსპირაციისთვის, იხილეთ GraphicRiver-ი. მათ სხვადასხვა სურათების ფართო არჩევანი აქვთ.

მოდით დავდგეთ რეტროს ხასიათზე და დავიწყოთ!

1. როგორ შევქმნათ რეტრო გაზქურა

ნაბიჯი 1

დავიწყოთ ახალი დოკუმენტის შექმნით (File > New) 850 px სიგანით და 1100 px სიმაღლით. პირველ ყოვლისა, შევქმნათ რეტრო გაზქურა უჯრებით, სადაც ყავა და სუპი გამზადდება.

აიღეთ Rectangle Tool (M) და შექმენით ლურჯი ოთხკუთხედი ფერისა და კონტურის გარეშე. იგივე ფერების მისაღებად, ჩაწერეთ ქვემოთ მოცემული ციფრები Color პანელში (Window > Color). დარწმუნდით, რომ RGB მონიშნული გაქვთ პარამეტრების ფანჯარაში.

შემდეგ, შექმენით მეორე, უფრო მუქი ოთხკუთხედი, რომელიც ბევრად ვიწრო უნდა იყოს. დასვით მუქი ოთხკუთხედი ნათელის თავზე. ამის გასაკეთებლად აუცილებლად გამოიყენეთ Selection Tool. სხვა ხელსაწყოებმა შეიძლება ფორმის დეფორმაცია გამოიწვიოს, რაც ახლა არ გვჭირდება.

how to create the stove top

ნაბიჯი 2

მოდით ჩვენს რეტრო გაზქურას კიდევ რამდენიმე უჯრა დავუმატოთ. დახატეთ მუქი ლურჯი ოთხკუთხედი Rectangle Tool (M) -ის გამოყენებით. ოთხკუთხედის კონტური უნდა იყოს იგივე ფერის, რაც ჩვენი ქურის ზედა ნაწილი, ხოლო ფერი იგივე დარჩეს. Stroke პანელში ჩვენი ოთხკუთხედისთვის, მიუთითეთ კონტურის მასა დაახლოებით 3 pt. ამის შემდეგ დახატეთ უჯრა და დაამატეთ ხელის მოსაკიდი. ამისთვის უბრალოდ შექმენით მუქი ლურჯი მრგვალკუთხა ოთხკუთხედი, ეს ჩვენი პირველი უჯრა იქნება.

მონიშნეთ უჯრის ყველა ნაწილი და დააჯგუფეთ ისინი (მაუსის მარჯვენა ღილაკი > Group). Shift-ზე და Alt-ზე მიჭერასთან ერთად გაამოძრავეთ უჯრა, რათა მიიღოთ მისი ასლი. ახლა მონიშნეთ ორივე უჯრა და კვლავ Shift-ის Alt-ის გამოყენებით წაიღეთ უჯრები მარჯვნივ, რათა მივიღოთ კიდევ ორი უჯრის ასლი.

საბოლოოდ, ფართო უჯრის მისაღებად, დააკოპირეთ პატარა უჯრა, ჩამოწიეთ დაბლა და გაუსწორეთ მისი მდებარეობა და ზომა სხვა უჯრებს, რომ მიიღოთ იგივე შედეგი როგორც დალბლაა მოყვანილი მაგალითზე.

how to create the drawers

ნაბიჯი 3

ახლა შევქმნათ ქურის ფეხები. პირველ ყოვლისა, Rectangle Tool (M)-ის გამოყენებით, შექმენით ნაცრისფერი ვერტიკალური ოთხკუთხედი. შემდეგ, ჩვენ მასზე დროშის ეფექტს დავსვამთ. მენიუში მიჰყევით Effect > Warp > Flag და გამოიყენეთ პარამეტრები, როგორც ქვემოთაა მოყვანილი. არ დაგავიწყდეთ საბოლოო შედეგის გაფართოება: სანამ მონიშნას მოხსნით, მიჰყევით მენიუში Object > Expand Appearance.

how to create the legs of the stove top

ნაბიჯი 4

ახლა მივამაგროთ ფეხი ქურას. შექმენით ფეხის ვერტიკალური ასლი: მონიშნეთ იგი და მიჰყევით მენიუს Transform > Reflect, მონიშნეთ ვერტიკალური არეკვლა და დააყენეთ იგი 90 გრადუსზე, დაკლიკეთ Copy-ზე. ფეხის ასლი გადაიტანეთ მარჯვენა მხარეს.

ბოლოს, დაამატეთ ორი ნაცრისფერი ოთხკუთხედი ქურის თავზე.

placing the legs

ნაბიჯი 5

Rounded Rectangle Tool-ის გამოყენებით, შექმენით ჰორიზონტალური ნაცრისფერი მრგვალკუთხა ოთხკუთხედი და მოათავსეთ იგი ქურის მარჯვენა მხარეს, როგორც სურათზეა.

იმისთვის რომ მივიღოთ ოთხკუთხედი ძალიან მომრგვალებული კუთხეებით, ჯერ შექმენით ჩვეულებრივი მომრგვალებული ოთხკუთხედი, ხოლო შემდეგ უბრალოდ გაწელეთ იგი. ან შეგიძლიათ მიჰყვეთ: View > Show Corner Widget ხოლო შემდეგ შეცვალოთ კუთხეები მათი შიგნით შეწევით.

შემდეგ, მიუხატეთ გრძელი ვერტიკალური ოთხკუთხედი და ბოლოს, ჰორიზონტალური. ჩვენი ქურა მზადაა!

2. როგორ შევქმნათ სუპის ქვაბი

ნაბიჯი 1

Rounded Rectangle-ის გამოყენებით, შექმენით წითელი მომრგვალებული ოთხკუთხედი. დარწმუნდით რომ მონიშნული გაქვთ View > Show Corner Widget. Direct Selection Tool (A)-ს გამოყენებით აირჩიეთ ოთხკუთხედის ზედა ორი საყრდენი წერტილი. გაწიეთ ისინი ოთხკუთხედის გარეთ. ორივე კუთხე მახვილი უნდა გახდეს.

შემდეგ თავზე დაამატეთ ვიწრო, მუქი წითელი მომრგვალებული ოთხკუთხედი. ამის შემდეგ შექმენით კიდევ ერთი, მუქი წითელი მომრგვალებული ოთხკუთხედი, ცოტათი გადახარეთ მარჯვნივ და მოათავსეთ ქვაბის უკან. ეს მარცხენა ხელის მოსაკიდი იქნება.

მარჯვენა სახელურის გასაკეთებლად, შექმენით მარცხენას შებრუნებული ასლი. ამისთვის, აირჩიეთ მარცხენა სახელური, მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით აირჩიეთ Transform > Reflect. მოცემულ ფანჯარაში, აირჩიეთ ვერტიკალური ღერძის მიმართ არეკვლა, ხოლო კუთხე დააყენეთ 90 გრადუსზე. ამის შემდეგ მიაჭირეთ Copy-ს ასლის შესაქმნელად. მოათავსეთ ახლადშექმნილი სახელური მარჯვენა მხარეს.

how to create the pot

ნაბიჯი 2

ქვაბის თავსახურის გასაკეთებლათ აიღეთ Ellipse Tool (L) და დახატეთ ღია ყავისფერი ელიფსი და მოათავსეთ იგი ქვაბის უკან. თავსახურის დასასრულებლად, დაამატეთ მუქი წითელი წრე. მის შესაქმნელად მიაჭირეთ და არ აუშვათ Shift-ს და გამოიყენეთ Ellipse Tool (L). ახლა გამოვიყენოთ თევზის ეფექტი: აირჩიეთ წრე, მიჰყევით მენიუში Effect > Warp > Fish და შეიყვანეთ ქვემოთ მოცემული პარამეტრები. გააფართოვეთ ეს ფიგურა: აირჩიეთ იგი და მიჰყევით Object > Expand Appearance. სუპის ქვაბი მზადაა!

how to create the pot 2

3. როგორ შევქმნათ ჩაიდანი

ნაბიჯი 1

ჩაიდნის შესაქმნელად, დავიწყოთ სუპის ქვაბის თავსახურის ასლის შექმნით. ახლა დავაპატარაოთ იგი ზომაში და შევუცვალოთ ფერი, როგორც სურათზეა. დაამატეთ ვერტიკალური ოთხკუთხედი ჩაიდნის ტანის შესაქმნელად. ამის შემდეგ, გამოვიყენოთ რკალის ეფექტი ჩვენს ოთხკუთხედზე. მიჰყევით მენიუში Effect > Warp > Arc და შეიყვანეთ მოცემული პარამეტრები. გააფართოვეთ ფორმა (Object > Expand Appearance).

ამ ეტაპის ბოლო შტრიხი, დავამატოთ სახელური. ამისთვის უნდა დავხატოთ სამკუთხედი. აიღეთ Polygon Tool და დააწკაპუნეთ სამუშაო დაფაზე. ამოგდებულ ფანჯარაში შეიყვანეთ 3 გვერდი ნებისმიერი რადიუსით. მიაჭირეთ OK-ს. აირჩიეთ შესაბამისი კონტურის ფერი და მოაშორეთ ფერი (Shift-X). ბოლოს, შეცვალეთ სამკუთხედის ზომა, გადმოატრიალეთ იგი და მოათავსეთ ჩაიდნის უკან.

how to create the coffee pot

ნაბიჯი 2

ჩაიდნის ცხვირის შექმნისთვის, დავიწყოთ ყვითელი ოთხკუთხედით. შემდეგ, დავურთოთ დროშის ეფექტი: მიჰყევით Effect > Warp > Flag და შეიყვანეთ მოცემული პარამეტრები. გააფართოვეთ საბოლოო ფორმა. და ბოლოს, მოათავსეთ იგი ჩაიდნის მარცხენა მხარეს.

how to create the nose of the coffee pot

ნაბიჯი 3

მოათავსეთ ქვაბი და ჩაიდანი ქურაზე.

placing pots on the stove top

4. როგორ შევქმნათ თარო

თაროს შესაქმნელად, დავიწყოთ ლურჯი ოთხკუთხედის შექმნით. შექმენით მისი ასლი, მის უკან: Control-CControl-B. შემდეგ მოათავსეთ უკანა ოთხკუთხედი ცოტათი ქვემოთ და შეუცვალეთ მას ფერი შედარებით მუქზე.

ამ ოთხკუთხედების უკან, მარცხენა მხარეს, შექმენით რამდენიმე სხვადასხვა ზომის მომრგვალებული ოთხკუთხედი, როგორც სურათზეა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააწყოთ ისინი, როგორც თქვენ გინდათ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ სურათზე ნაჩვენები შავი კონტური საჭირო არ არის, ის იმიტომ გამოვიყენეთ, რომ უკეთ გენახათ ფორმები.

ამის შემდეგ, მონიშნეთ ყველა მომრგვალებული ოთხკუთხედი და გააერთიანეთ ისინი ღილაკით Unite, რომელიც Pathfinder პანელშია (Window > Pathfinder). საბოლოო ჯამში ერთიანი ფიგურა უნდა მიიღოთ. მარჯვენა მხარის დასამატებლად შექმენით მოცემული ფორმის ვერტიკალურად არეკლილი ასლი (Transform > Reflect, Copy). გადაიტანეთ მიღებული ფიგურა მარჯვენა მხარეს.

how to create the kitchen shelf

5. როგორ შევქმნათ ქოთანი

ნაბიჯი 1

ახლა, შევქმნათ ყვავილის ქოთანი. პირველ ყოვლისა, შექმენით ნაცრისფერი ოთხკუთხედი. ფორმის დეფორმაციისთვის მიჰყევით მენიუს Effect > Warp > Arc. მოცემულ ფანჯარაში, დააყენეთ პარამეტრები ისე, როგორც სურათზეა. შექმენით ახალი მუქი ნაცრისფერი ოთხკუთხედი წინა ოთხკუთხედის თავზე.

how to create the flower pot

ნაბიჯი 2

ახლა შევქმათ ფოთლები ჩვენი მცენარისთვის.

დახატეთ მწვანე ელიფსი. აირჩიეთ იგი და Convert Anchor Point Tool (Shift-C)-ს გამოყენებით გაამახვილეთ ზედა და ქვედა საყრდენი წერტილები მათზე მიჭერით. შექმენით ამ ფოთლის რამდენიმე ასლი, დახარეთ ისინი ცოტათი სხვადასხვა მხარეს და მოათავსეთ ქოთნის უკან. სამ განზომილებიანი ეფექტის დასამატებლად, შეუცვალეთ მათ ნახევარს ფერი შედარებით მუქ მწვანეზე, როგორც სურათზეა.

how to create the house plant

6. როგორ შევქმნათ ჭიქები

ნაბიჯი 1

Rectangle Tool (M)-ის გამოყენებით შექმენით მწვანე ოთხკუთხედი და მიჰყევით მენიუს Effect > Warp > Bulge. ფანჯარაში, შეიყვანეთ მოცემული პარამეტრები. გააფართოვეთ ობიექტი: Object > Expand Appearance. ჭიქის ყურისთვის, შექმენით წრე მწვანე კონტურით და ფერის გარეშე (მიაჭირეთ Shift-X). მოათავსეთ ეს წრე ფიგურის მარჯვენა მხარეს.

how to create the cup

ნაბიჯი 2

შექმენით ჭიქის კიდევ ორი ასლი და შეუცვალეთ მათ ფერები. შეგიძლიათ გამოიყენოთ Eyedropper Tool (I), რათა პირდაპირ აიღოთ ფერები ჩაიდნიდან და ქოთნიდან. დააწყვეთ ისინი ერთმანეთზე. დარწმუნდით, რომ ყოველი ქვემოთ მყოფი ჭიქის ფიგურა, მის ზემოთ მყოფს ზემოდან ადევს.

changing colors of the cups

7. როგორ შევქმნათ თეფშები

თეფშებისთვის, ჩვენ გამოვიყენებთ მწვანე ოთხკუთხედს. მისი შექმნის შემდეგ, მიჰყევით მენიუს Effect > Warp > Bulge. ფანჯარაში, შეიყვანეთ სურათზე მოცემული პარამეტრები და არ დაგავიწყდეთ ამ ფორმის გაფართოება.

შექმენით თეფშის ორი ასლი, შეუცვალეთ ფერები და დაალაგეთ ერთმანეთზე ისე, როგორც ეს ჭიქებზე ქენით.

how to create the tea plates

8. როგორ შევქმნათ ნამცხვირს დასადები

ნაბიჯი 1

Ellipse Tool (L)-ის გამოყენებით, შექმენით მწვანე ელიფსი. ახლა, ჩვენ მოვჭრით ელიფსის ნახევარს: Rectangle Tool (M)-ის გამოყენებით, შექმენით ოთხკუთხედი, რომელიც დაფარავს ელიფსის ზედა ნახევარს. ოთხკუთხედს უბრალოდ მოსაჭრელად ვიყენებთ, ამიტომ ფერს მნიშვნელობა არ აქვს.

მონიშნეთ ორივე ფიგურა და მიაჭირეთ Minus Front ღილაკს Pathfinder პანელში. ამ მოქმედებამ ელიფსის ნახევარი დაგვიტოვა.

how to create the cake stand

ნაბიჯი 2

მიაჭირეთ და არ აუშვათ Shift და Alt ღილაკებს, გადაიტანეთ ნახევარი ელიფსი მარჯვნივ. დარწმუნდით, რომ ასლები ეხება ერთმანეთს. ამის შემდეგ მიაჭირეთ Control-D-ს კიდევ რამდენჯერმე.

საბოლოოდ, დაამატეთ გრძელი ოთხკუთხედი ფიგურის თავზე, რითიც ნამცხვრის დასადგამის ზედა ნაწილს მივიღებთ.

how to create the cake stand 2

ნაბიჯი 3

ნამცხვრის დასადგამის ფეხისთვის, შექმენით ვერტიკალური ელიფსი, რომელიც შეეხება ზედა ნაწილს. შემდეგ, ოთხი ცალი ჰორიზონტალური ელიფსი, რომლის ქვემოთაც კიდევ ერთი ვერტიკალური ელიფსი და წრე იქნება. ქვედა ნაწილზე, დაამატეთ კიდევ ერთი ნახევარ-ელიფსი, რომელიც შედარებით გაწელილი უნდა იყოს. ჩვენი დასადგამი მზადაა!

how to create the cake stand 3

და ბოლოს, დააწყვეთ ჩვენი თეფშები ნამცხვირს დასადგამზე.

placing the tea plates on the cake stand

9. როგორ შევქმნათ ჯამი

დასაწყისისთვის, შექმენით ნახევარწრის ასლი და შეუცვალეთ მას ფერი ნაცრისფერზე, ეს იქნება ჯამის ტანი. ტანის თავზე, დაამატეთ მომრგვალებული ოთხკუთხედი, რომელიც ჯამის პირი იქნება.

ხელის მოსაკიდისთვის, შექმენით მუქი ნაცრისფერი მომრგვალებული ოთხკუთხედი, მოატრიალეთ იგი ცოტათი მარჯვნივ და მოათავსეთ იგი ისე, როგორც ნაჩვენებია - ჯამის მარცხენა მხარეს, ტანის უკან (Control-X, Control-B). მარჯვენა ხელის გასაკეთებლად, შექმენით მარცხენის ვერტიკალურად არეკლილი ასლი და მოათავსეთ იგი მარჯვენა მხარეს.

დაამატეთ ოთხკუთხედი ქვემოთ და ჯამი მზადაა!

how to create the colander

10. როგორ დავაწყოთ ობიექტები ერთად

ნაბიჯი 1

დააწყვეთ ჭურჭელი და ქოთანი თაროზე

placing all the kitchenware on the shelf

ნაბიჯი 2

მოათავსეთ თარო, თავისი ყველა ელემენტით ქურის თავზე.

combining all the objects together

11. როგორ შევმქნათ ფონი

დაამატეთ ღია მოყვითალო ოთხკუთხედი ყველა სხვა ობიექტის უკან. მიაჭირეთ Rectangle Tool (M)-ს და შემდეგ მიაჭირეთ სამუშაო დაფას. შეიყვანეთ სიგანე 850 px და სიმაღლე 1100 px. მოათავსეთ ფონი ყველაფრის უკან. თქვენი მთლიანი სცენა მზადაა!

how to create the background

დასკვნა

გილოცავთ, თქვენ ეს შეძელით! ყავის სურნელიც კი ვიგრძენი ჩაიდნიდან. ეს სამზარეულო გაგათბობთ ნოემბრის ცივ დღეებში. იმედი მაქვს ისიამოვნეთ ამ გაკვეთილით. წარმატებებს გისურვებ საკუთარი ილუსტრაციების შექმნისას და გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შექმნილი ილუსტრაცია კომენტარებში. შეხვედრამდე, ჩემს შემდეგ გაკვეთილში.

final image
Advertisement
Advertisement
Looking for something to help kick start your next project?
Envato Market has a range of items for sale to help get you started.